2024-02-23

ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის საჭირო თანხის 50% -ს ჩაჩავას სამშობიარო დააფინანსებს!

როგორც კლინიკის გვერდზეა მოცემული, აღნიშნულ 3 მარტის საჩუქარია მომავალი დედებისთვის.

ჩაჩავას რეპროდუქციულ ცენტრში სამშაბათს და ხუთშაბათს უფასო კონსულტაციები ჩატარდება, შეირჩევა 5 წყვილი, რომელთა მკურნალობის ხარჯების 50%-ს და ინ ვიტრო განაყოფიერებას ჩაჩავას სამშობიარო დააფინანსებს.

ვიზიტის დასაგეგმად და დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ: 
☎️0322953311 შიდა 108
📞568 513 322

ჯანდაცვა