2024-01-29

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილმა, სასურველი კომპენსაციის პაკეტი უკვე აირჩია, თუმცა მათ ვინაობას არ ასახელებს.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა, სასურველი კომპენსაციის პაკეტი უკვე აირჩია და მათთან, შესაბამისი დოკუმენტი, იურიდიულად გაფორმდა.

პატივს ვცემთ, კლინიკის თანამშრომლების სურვილს, კოლეგების ნაწილისგან, ზეწოლის თავიდან ასარიდებლად, მათი ვინაობა და გადაწყვეტილება, კომპენსაციებთან დაკავშირებით, დარჩეს კონფიდენციალური. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია უწყების მიერ არ გასაჯაროვდება“, - განცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკის მოწყობა იგეგმება, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს.

ჯანდაცვა