
„მშობელი“ აგრძელებს საინტერესო და აქტიური ადამიანების ძიებას, დღეს კი ერთ გოგონაზე მოგიყვებით, რომელიც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ოჯახისა და საქმის შეთავსება შესაძლებელია. ჩვენი სტუმარი თოჯინების თეატრის მსახიობი და სამი შვილის დედა ნათია ხმიადაშვილია.
„გამომდინარე იქედან, რომ ჩემი პროფესია არც ისე მარტივია, ოჯახი მაქსიმალურად მიწყობს ხელს ეს ორი საქმე შავათავსო. მშვილები დიდ ენერიას მოითხოვენ. ჩემი დილა იწყება 7, მაქსიმუმ 7:30სთ-ზე და სულ მეჩქარება. თუ სასწაული მოხდა და არსად მეჩქარება, ისე უცნაურად ვგრძნობ თავს, მირჩევნია ისევ ვიჩქარო. ვფიქრობ, ქალი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იჯდეს სახლში, ალბათ ეს ადამიანზეცაა დამოკიდებული. არიან ადამიანები, რომლებიც სხვანაირად არიან მოწყობილები - ქმარი, შვილი, სამზარეულო და მორჩა. ეს არის მათთვის ყველაფერი, მაგრამ აქტიური ადამიანისთის, მაგალითად ჩემთვის, სახლში ჩაჯდომა არის სასჯელი.

ჩემი პროფესია და სამსახური, სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ ვიყო კარგი დედა, ან კარგი ცოლი. ვგიჟდები სამზარეულოში ტრიალზე, ახალ-ახალი კერძების მომზადებაზე, როგორც ამის შესაძლებლიბა მეძლევა. სიტყვა "დაღლა" არ არსებობს. შეიძლება სახლში 11 სთ-ზე დავბრუნდე და ბავშვმა პიცა მთხოვოს. ამ დროს სულ არ ვიმჩნევ დაღლას და სიამოვნებით ვასრულებ მის სურვილს. ასევე, ხშირად მიწევს თეატრიდან გასტროლზე წასვლა, ვმოგზაურობ სხვადასხვა ქვეყნებში და ეს პროცესი ცალსახად საინტერსოა.ახლახანს დავბრუნდით ინდოეთიდან, სადაც სპექტაკლით "იავნანამ რა ჰქმნა" - წარვდექით. ასევე ვიმყოფებოდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტაილანდში...

ამ ფონზე მაინც ვცდილობ, ბავშვებთან ერთად კვირაში ერთი დღე მაინც გავატარო. დავდივართ, ვერთობით შეძლებისდაგვარად.

მე და ჩემ მეუღლეს, ასე ვთქვათ, გასართობად ბევრი დრო არ გვრჩება, რადგან ზაზაც არანაკლებ დაკავებულია, მაგრამ ვცდილობთ. ჩემი აზრით, სრულყოფილი ოჯახისთვის, ურთიერთობისთვის, განვითარებისთვის, სასიცოცხლიდ მნიშვნელოვანია თუნდაც იშვიათად, მაგრამ მაინც, წყვილმა ერთმანეთს ცოტაოდენი დრო მაინც დაუთმოს, წავიდნენ, განიტვირთონ. ალბათ ყველა ადამიანი ცდილობს, დატკბეს ცხოვრებით, მეგობრებით, ოჯახით, ერთმანეთით... ჩვენც ვცდილობთ.

გარდა იმისა, რომ მსახიობია, ნათია სამკაულების შექმნით და კერვითაა დაკავებული.

„ვაკეთებ აქსესუარებს, საყურეებს, სამაჯურებს, ყელსაბამებს და ა.შ. აგრეთვე ვქმნი და საკუთარი ხელით ვკერავ სამოსს. ეს რიგით პირველი, თუმცა ამ შემთხვევაში მეორე საქმე, საკმაოდ პატარა ასაკიდან დავიწყე. 7-8 წლის ასაკში თოჯინებს ვუკერავდი ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს. მერე ჩემთვის დავიწყე კერვა, უკვე 12-13 წლის ასაკში გავაკეთე პირველი ყელსაბამი. ჩემი ძმა დადიოდა ძერწვის წრეზე და ცოტაოდენი თიხა ვთხოვე, თიხისგან ბურთები გავაკეთე და შემდეგ მოვხატე, სხვათაშორის ლამაზი იყო. თითქმის სულ ვაკეთებდი რაღაცეებს, ძალიან მომწონდა, როცა ჩემი შეკერილი მეცვა.

ახლაც ასე ვარ, მართალია, ამ ეტაპზე მხოლოდ ჩემთვის და ჩემი გოგონებისთვის ვქმნი, თუმცა სამომავლი გეგმები მაქვს, ჯერ საჯაროდ საუბრისგან თავს შეიკავებ და იმედი მაქვს, ყველაფერი გამომივა“, - აღნიშნავს ის.
ნათიას ერთ-ერთი თვალშისაცემი და ორიგინალური ნამუშევარი, შვილების დაბადების დღეებია. რთული მისახვედრი არ იქნება, რომ სამოსი მისი შექმნილია.
„არ ვჩერდები არასდროს და სულ რაღაცას ვეძებ განსხვავებულს. ასე დაიბადა ერთ-ერთი იდეა, მე და ჩემ შვილს, დაბადების დღეზე ერთნაირი სამოსი გვცმოდა. ვარცხნილობაც ერთნაირი, აქსესუარიც, მოკლედ ყველაფერი.

მერე შემეძინა მეორე შვილი და ახლა უკვე სამნი ვიცვამდით ერთნაირად. შემდეგ აღმოვჩნდი მესამეზე ფეხმძიმედ, თუმცა არ ვიცოდი სქესი, :)) ამიტომ უფროსი შვილის იუბილეზე, უკვე მეუღლეც ჩავრთე და საბოლოოდ ასე გამოვიდა, რასაც ფოტოზე ხედავთ.

ამის მერე, რადგან მესამე შვილი ბიჭი აღმოჩნდა, უკვე მამა გავააქტიურე და გოგონები ერთნაირად ვიცმამდით, ბიჭები ერთნაირად.

ახლა ნელ-ნელა მინელდა ეს ენთუზიაზმი, რადგან ტასომ გამოაცხადა, რომ უკვე დიდია და თვითონ გადაწყვეტს რა ჩაიცვას. კეკოც აყვა და დიდად აღარ მიჯერებენ, თუმცა მაინც "რაღაცას" ვცდილობ-ხოლმე, მაგალითად ყველას გვეცვას ჯინსი :)“.
წარმატების ფორმულა
„რა არის ჩემი წარმატების ფორმულა? - ახლა არ ვთვლი თავს წარმატებულად, თუმცა, ალბათ მიზანი, მოტივაცია, სწრაფვა და დროის სწორად განაწილება. ჰო, კიდევ მეგობარი, რომლის არჩევაც აუცილებლად დაგჭირდებათ და გამოგადგებათ კიდეც“.
რჩევა დიასახლისებს
- დედა დიასახლისებო!!! დაკავდით ოჯახის გარდა რაიმე საქმით, დამიჯერეთ, შვილსაც, ქმარსაც და ოჯახის სხვა წევრებსაც, აქტიური და წარმატებული უფრო გააბედნიერებთ. იცით ჩემი შვილებისთვის შემინიშნავს, თუ როგორ უხარიათ როცა ჩემს სპექტაკლზე მოდიან, რამხელა სიამაყით ამბობენ, რომ დედა იყო მთავარ როლში, ან დედას შეკერილი კაბა აცვიათ. მერწმუნეთ, უფრო იამაყენებ თქვენით, დეპრესია... დიდხანს სახლში არასდროს ვმჯდარვარ, მაგრამ თუნდაც 3 დღე სახლში ყოფნა უკვე მტანჯავს. არ ვიცი დეპრესიაა თუ არა ეს, მაგრამ სახლში ყოფნა 100 პროცენტით ისახება ჩემს ხასიათზე, გამომეტყველებაზე, გარეგნობაზეც კი. ეს იშვიათად ხდება, მაგრამ თუკი მოხდა, აუცილებლად ვურეკავ-ხოლმე მეუღლეს და ვთხოვ, იქნებ დღეს ცოტა ადრე დაბრუნდეს და სადმე წავიდეთ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მისამართს :)))))) მთავარია წავიდე :))) ვიცვამ, ვიპრანჭები და მივდივარ, 5 წუთში უკვე იალაღზე ვგრძნობ თავს.
ირინე არდაშელია