2024-02-28

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, 110 მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი, დედის დღესთან დაკავშირებით, საჩუქრად 150-150 ლარი ჩაერიცხებათ.

მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი ოთხ და მეტ შვილიან ოჯახებს ფულადი თანხით ყოველთვიურად ეხმარება, წელიწადში ერთხელ ფინანსდებიან სტაციონარული პროგრამით. ასევე ახალი წლისა და აღდგომის დღესასწაულზე სარგებლობენ დახმარებით.

მათივე ცნობით, მათ აქვთ შეღავათები, როგორც ელექტროენერგიის ასევე ბუნებრივი აირის გადასახადზე. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები მუნიციპალური ტრანსპორტით კი უფასოდ სარგებლობენ.

აღნიშნული სოციალური პროგრამა რამდენიმე წელია რაც მოქმედებს. მისი მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და მორალური მხარდაჭერა და რაც მთავარია, ქვეყნის დე

მშობლები