2018-04-11

 

ქეისი სანდერსი 27 წლისაა და კოლორადოში ცხოვრობს. მეორე ორსულობის მიმდინარეობისას პირველმა ულტრაბგერითმა გამოკვლეამ ის და ექიმი გააოცა. ეხოსკოპიამ  დაადგინა, რომ ქეისი უკვე მეორედ იყო ფეხმძიმედ იდენტურ ტყუპებზე. გასული წლის პირველ დეკემბერს მან ორი გოგონა გააჩინა.

პირველად ტყუპი ბიჭები, ჰეიდენი და კემერონი ჰეიდის 17 წლის ასაკში, ათი  წლის წინ შეეძინა, მათ დების დაბადება ძალიან გაუხარდათ.

შანსი იმისა, რომ ქალმა სიცოცხლის განმავლობაში ორჯერ გააჩინოს იდენტური ტყუპები 0,0014%-ია.

ქეისის მეორე ორსულობისას ასევე გაირკვა, რომ  საშვილოსნოში გოგონებს ერთ პლაცენტა და ერთი სანაყოფე ბუშტი ქონდათ, ასეთი რამ კი მხოლოდ მილიონში ერთხელ გვხვდება.

მაია და ლაია დათქმულ ვადაზე რვა კვირით ადრე გაჩდნენ, თუმცა ისინი სრულიად ჯანმრთელები არიან და თავს კარგად გრძნობენ.

 

მოამზადა ლუდმილა არდაშელიამ

წყარო

მშობლები