2026-10-02

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია. ღონისძიება წელს კითხვის მოყვარულებს 30 ოქტომბრიდან 1-ელი ნოემბრის ჩათვლით, კვლავ ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონში უმასპინძლებს.

ლიტერატურის ყოველწლიური დღესასწაული სამი დღის განმავლობაში გამომცემლობებს, წიგნის მაღაზიებს, ავტორებს, ლიტერატურულ სფეროში მოღვაწე ადამიანებსა და წიგნის მოყვარულებს გააერთიანებს.

ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ:

• გაეცნონ ახალ გამოცემებს;

• დაესწრონ წიგნების პრეზენტაციებს;

• შეხვდნენ ავტორებს;

• ჩაერთონ დისკუსიებსა და საინტერესო შეხვედრებში;

• დაესწრონ საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობებს;

• შეიძინონ სასურველი წიგნები განსაკუთრებულ ფასად.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი.

 

 

ბიზნესი