
5, 6 და 7 ივნისს, ბაზარი ორბელიანზე, (ვეკუას 3) ქალი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით ხორციელდება.
გამოფენა-გაყიდვა ქალი მეწარმეების მხარდაჭერასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად.
მასზე წარმოდგენილი იქნება საკვები პროდუქტები, ხელნაკეთი თუ საყოფაცხოვრებო ნივთები.
გამოფენა-გაყიდვა 12:00-დან 20:00-მდე გაიმართება.
ის ფიზიკური პირი, ვინც გამოფენაზე პროდუქციას საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით შეიძენს, 30%-იან ქეშბექს მიიღებს (მაქსიმუმ 50 ლარი).
შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალით ისარგებლოთ.
ქეშბექი კი ანგარიშზე მომენტალურად აისახება.
შეთავაზება ვრცელდება შემდეგ ობიექტებში გადახდისას:
• LILE
• Rcheuli
• Akhvlediani ceramics
• Lecobs
• Tilisma
• Lucy's Toys
• ლუსის სათამაშოები
• კომბლე
• MaNo - Leather accessories
• Strawberro
• თვითშემეცნებითი დღიურები
• myceramics
• მაკულინას ხელნაკეთი სათამაშოები
• BE
• RAMA
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანი“ ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში - პარასკევიდან კვირის ჩათვლით - სივრცეს მეწარმე ქალებს უთმობს, რათა მათ საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიას წარუდგინონ.
შეთავაზების შესახებ დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.