2026-05-27

SOLO, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Tbilisi Hills-თან პარტნიორობით, სპეციალურ ღონისძიებებს მართავს.

1 ივნისს, 15:00 საათიდან 20:00 საათამდე თბილისი ჰილსის ტერიტორიაზე დაგხვდებათ სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, რომლებიც შესაძლებლობას მოგცემთ, შეიქმნათ დაუვიწყარი მოგონებები თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.

ღონისძიების ფარგლებში დაგხვდებათ:

• შემოქმედებითი სივრცე, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთობლივად შექმნან ფერადი ნამუშევრები

• ფრანების ვორქშოპი, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეები საკუთარი ხელით ააწყობენ, გააფერადებენ და ერთად ააფრენენ ფრანებს

• საპნის ბუშტების ვორქშოპი, რომელიც ვიზიტორებს გიგანტური და ფერადი საპნის ბუშტების შექმნის სივრცეს სთავაზობს

• ეზოს თამაშების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გაიმართება გუნდური თამაშები ღია ცის ქვეშ მთელი ოჯახისთვის

• სათავგადასავლო აქტივობები - კვადროციკლები, ბაგები და სხვა გასართობი ბავშვებისა და მშობლებისთვის

• საავიაციო კუთხე, სადაც დაგხვდებათ შემეცნებითი აქტივობები პატარა ავიატორებისთვის

• ინტერაქციული საოჯახო აქტივობები, რომელიც მოიცავს სპეციალურად ოჯახებისთვის შექმნილ პროგრამასა და განსაკუთრებულ შეთავაზებებს

• ასევე, დაგხვდებათ ნაყინის კუთხე, ფუდ-კორტი და სპეციალური პიკნიკ-მენიუ ყველა ასაკის სტუმრისთვის.

შეთავაზებებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ბიზნესი