
ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული გოგოებისთვის საქართველოს ბანკი, Mastercard-თან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით ერთობლივ პროექტს - AI სტიპენდია გოგოებისთვის ახორციელებს.
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 1500-ზე მეტმა მსურველმა შეავსო. გამარჯვებულების ვინაობა კი მალე გახდება ცნობილი.
ინიციატივის ფარგლებში, სტიპენდიატები მიიღებენ 100%-იან დაფინანსებას საქართველოს ბანკის პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, შემდეგ კურსებზე:
Academy of Digital Industry
• ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი
• AI ChatBots
Smart Academy
• ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში
Skillwill
• ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის
ScaleUp
• ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება
Tbilisi School of Communication
• ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები
• AI Agents & Automations
• AI ბიზნესის განვითარებაში
AgileSchool
• AI Automation
სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულების შერჩევა წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით მოხდება, რასაც თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.