2025-06-20

სუხიშვილების ანსამბლი თაკარას სცენაზე ბრუნდება. საქართველოს ბანკი - ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილების" მთავარი სპონსორია.

წელს სუხიშვილების ანსამბლი 80 წლის იუბილეს ზეიმობს - კარგად ნაცნობი ტრადიციული რეპერტუარით, თუმცა, განახლებული ქორეოგრაფიული დადგმებით, ღია ცის ქვეშ მოწყობილი ექსპერიმენტული სივრცე მაყურებელს გამორჩეულ გამოცდილებას ჰპირდება. თაკარას კონცერტები 1 ივლისიდან დაიწყება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ვებგვერდებზე: www.tkt.ge და www.biletebi.ge

20-22 ივნისს მხოლოდ SOLO ბარათის მფლობელებისთვის ამოქმედდება ბილეთების წინასწარი გაყიდვა.

აღსანიშნავია, რომ SOLO ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე იმოქმედებს მუდმივი 10%-იანი ფასდაკლება.

ბიზნესი