სტუდიო ლიბერთიმ და Mastercard-მა პრემიუმ საკრედიტო ბარათი, Top|Card Black Edition სულ ახლახანს წარუდგინეს მომხმარებლებს.
ბარათის სპეციალური შეთავაზებების ფარგლებში, პირველი პარტნიორია ონლაინ პლატფორმა www.TKTFLY.GE.
კამპანიის პირობების თანახმად, ტოპ|ქარდის Black Edition-ის მფლობელები www.tktfly.ge-ზე ავიაბილეთების ბარათით შეძენისას, 2025 წლის 13 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ:
· 200 ლარიანი ქეშბექი
· საფასურის გადანაწილება 3 თვეზე უპროცენტოდ (ეფექტური 0%)
დეტალური ინფორმაცია ბარათის აღებასა და კამპანიის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.studioliberty.ge
Video Link:
https://www.facebook.com/studioliberty.ge/videos/3933672173562200
Top|Card Black Edition, Mastercard-ის პირველი World Black Edition ბარათია საქართველოში და აერთიანებს ფინანსურ მოქნილობასა და პრემიუმ სამოგზაურო სერვისებზე წვდომას. ბარათის მფლობელებისთვის მუდმივად ხელმისაწვდომია:
* 10 უფასო Lounge Key ვიზიტი (1200+ ლაუნჯში მსოფლიოს მასშტაბით, ბრუნვის მიუხედავად)
* 10 Fast Track სერვისი საერთაშორისო აეროპორტებში
* 1GB FlexiRoam მობილური ინტერნეტი საჩუქრად + 15% ფასდაკლება დამატებით მეგაბაიტებზე
* სამოგზაურო დაზღვევა — მათ შორის რეისის გადადების, ბარგის დაკარგვისა და სხვა შემთხვევებისთვის
Top|Card Black Edition ხელმისაწვდომია მხოლოდ სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებისთვის.
ლიბერთის სტანდარტული Top|Card-ის მფლობელები, სტუდიო ნაკრების შეძენისთანავე შეძლებენ Black Edition-ით სარგებლობას. ხოლო მათ, ვისაც ჯერ არ აქვს Top|Card, შეუძლიათ მარტივად გახდნენ სტუდიოს წევრები და წინასწარ დაიმტკიცონ სასურველი ლიმიტი ბარათზე.
სტუდიო ლიბერთი ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულებაა — პირველი მრავალფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც შექმნილია პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზე. სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ პერსონალური ბანკირის მომსახურებით, იღებენ საბანკო და lifestyle პროდუქტებზე მორგებულ ექსკლუზიურ შეთავაზებებს და პრემიუმ მომსახურებას როგორც პირადი, ასევე ბიზნეს ფინანსებისთვის.
ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 50,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით.