2018-02-09

ფსიქოლოგი დიმიტრი კარპაჩოვი ქალის და კაცის ხასიათებზე წერს და მათ თხილსა და ატამს ადარებს.

ვფიქრობთ, საინტერესო შედარებაა, ამიტომ გთავაზობთ მის მოსაზრებას.

„კაცი თხილივითაა, ქალი - ატამივით. თხილი გარედან მყარია, შიგნით კი რბილი. ის მზადაა გადაიტანოს ბევრი სირთულე და გაუძლოს ბევრ გამოცდას, მაგრამ თუ თქვენ მის გატეხვას შეძლებთ, ასეთი კაცის აღდგენა საკმაოდ რთული იქნება. მხოლოდ ბრძენმა ქალებმა იციან, როგორ გახსნან სკივრი, გატეხვის გარეშე, რათა გულის სიღრმემდე მიაღწიონ.

ქალები ატამს გვანან. მათ ძალიან სათუთი გარეკანი აქვთ, მაგრამ თუ ვინმე მის გატეხვას ეცდება, შიგნით ისეთ სიმაყარეს აღმოაჩენს, რომელიც მზად არის ნებისმიერ მტერს გადაუდგეს წინ. მას ბევრად მეტის ატანა შეუძლია, ვიდრე თხილს.

კაცები არ განიცდიან, როცა პრობლემას აწყდებიან, ისინი ან მკაცრად რეაგირებენ მასზე, ან "ტყდებიან". ქალებს არ შეუძლიათ დიდხანს მოთმინება, მანამ სანამ არ გამოჩნდება კურკა, რომელსაც შეუძლია აიტანოს თითქმის ყველაფერი და აღდგენის უნარიც კი აქვს“, - წერს ფსიქოლოგი.

ძალადობა