2018-10-30

 

ჟურნალისტის მიმართ სოციალურ ქსელში მუქარისთვის ბრალდებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

როგორც „მშობელს“ დაზარალებული მხარის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა განუცხადა, ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარებული.

„სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს მუქარის მუხლით, ეგ ნაწილი ჩვენთვის პრობლემური არის, რადგან თავიდან დაწყებული იყო მუხლით დევნაზე, სიტყვის და აზრის გამოხატვის გამო. საქმე სასამართლოშია და აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო (2000 ლარი) აქვს შეფარდებული“, - განუცხადა „მშობელს“ მარიკაშვილმა.

აღნიშნულის შესახებ მოქალაქე ვახტანგ ჯაბანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პროკურატურიდან დამირეკეს ხვალ ბოლო ვადაა 2000 ლარის გადახდის, თუარადა დაგიჭერთო. არასდროს ვყოფილვარ ნასამართლევი, პირველია ამ პიდარასტების გულისთვის, მაგრამ არა უშავს“, - წერს ჯაბანაშვილი.

საქმე ეხება, 18 მაისს, სოციალური ქსელის საშუალებით, ჟურნალისტის მიმართ, განხორციელებულ მუქარას.

„18 მაისს, ფეისბუქის "უცხოთა" მონაწერებში მივიღე უწმაწური მუქარა. იდენტიფიცირებადი, ღია პროფილის მქონე მომხმარებელი მემუქრებოდა სხეულზე ცეცხლის წაკიდებით. მხოლოდ ერთი ფრაზა მივწერე - პოლიციას შევატყობინებ - მეთქი და ამაზე პასუხად გაუპატიურებით დამემუქრა. კი არ შემაგინა, კონკრეტულად დამემუქრა გაუპატიურებით. უპასუხოდ დავტოვე, მაგრამ მეორე დღეს ისევ უტიფრად გააგრძელა მოწერა, ამჯერად მლანძღვადა და აინეტერესებდა, მივმართე თუ არ პოლიციას. ლანძღვისას ღიად გამოხატა თავისი ჰომოფობიური განწყობები.  მე დავათვალიერე მისი ფეისბუქ-პროფილი და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც 12-13 ივნისისის აქციების დარბევას და ზოგადად, ქართული მარშის ძალადობრივ ქმედებებს გულშემატკივრობს ან მონაწილეობს კიდეც. შევატყობინე პოლიციას“, - განუცხადა „მშობელს“ ნათია კობერიძემ.

ცნობისთვის, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული მუხლი (სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე) თავისუფლების ერთ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

ძალადობა