2018-07-11

"სმიტების ოჯახს, მარნეულში საბავშვო სათამაში მოედნის გაკეთება სურდა", - ამის შესახებ ფეისბუქმოხმარებელი ქრისტინა წერს.

"Attention Friends in Georgia ?? (SCROLL DOWN FOR ENGLISH!)
მეგობრების საყურადღებოთ საქართველოში!

მეც თქვენსავით ვერ ვივიწყებ სმისების ოჯახის უაზრო მკვლელობას. საშინელებაა როცა ასეთი ტრაგედია ხდება, ჩვენ კი უძლურები ვართ და ვერაფერს ვერ ვაკეთებთ რომ ის ხალხი დავაბრუნოთ და შეუმსუბუქოდ მწუხარება მათ ახლობლებს. მაგრამ მე ვიფიქრე, იქნებ შევძლოთ ჩვენ სუყველამ, და შევიკრიბოთ ერთად ჩვენი მცირე წვლილის შესატანად მათი ხსოვნის პატივსაცემად. 

საქართველოში არსებულ ექსპატრიანტების იმეილ ჯგუფში, დაახლოებით 2 კვირის წინ რაიან სმისმა დაწერა რომ დაინტერესებულია ააშენოს ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი იმ ქალაქში სადაც იგი და მისი მეუღლე ზრდიდენ თავიანთ მცირეწლოვან შვილს. როგორც სჩანს, მარნეულში არ არსებობს ასეთი ბავშვთა მოედანი და ისინი ცდილობდნენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოეგვარებინათ ეს პრობლემა და მიეღოთ თანხმობა. ამან მე გამაოცა და დამარწმუნა იმაში თუ როგორ ზრუნავდა იგი თავის ნაშვილებ პატარა ქალაქზე და უბანზე. 

საქართველო!!! მოდი გამოვნახოთ გზა. იქნება ეს პეტიცია, რალი, ლობირება ხელისუფლებაში თუ მედიაში, და მივიპყროთ კეთილი და საჭირო ხალხის ყურადღება და ავაშენოთ ეს ბავშვთა მოედანი რაიანის და მის ოჯახის სახსოვრად. მათი სულები სამუდამოდ იცოცხლებენ იმ ხალხის გულებში ვინც მათ იცნობდა და იმ ბავშვების გულებში რომლებიც თაობების განმავლობაში ითამაშებენ ამ მოედანზე. 

გთხოვთ გააზიაროთ.

Like you, I haven’t been able to stop thinking about the senseless murder of the Smith family. It’s just terrible when such a tragedy happens and we feel powerless — there is nothing we can do to bring them back, to ease the suffering of their loved ones. But I thought....Maybe, at least, we can all gather together and do something to honor their memory in a small way. 

There is an email group for expats in Georgia, and less than 2 weeks ago, Ryan Smith wrote to everyone about his interest in building a playground in the town where he and his wife were raising their young son. Apparently there is no playground in Marneuli, and they were running into challenges trying to get authorities to consider it. This struck me as a selfless, thoughtful, and meaningful simple proposal that shows how he cared for his adoptive community. 

?? GEORGIA ?? Let’s find a way — whether petition, rally, lobby effort, or media push — to get the attention of the right people and build this playground in memory of Ryan and his family. We are not asking for the government of Georgia or Marneuli locality to pay for it. We, the Georgians, Georgian Americans, and Americans who love Georgia, will raise whatever funds are necessary. All we need is land and government approval to build. 

With your support, the Smith family's spirit will live on in the hearts of those who knew them, and in the generations of kids who will enjoy this playground in the future. 

PLEASE SHARE / REPOST", - წერს ის.

 

შეგახსენებთ, რომ (წყარო) 43 წლის რაიან და 42 წლის ლორა სმიტების და მათი 4 წლის ბიჭის კეილების სასტიკი მკვლელობის გამო, საქართველოს მოქალაქეს 20 წლის მალხაზ კობოურს უვადო პატიმრობა ემუქრება. დანაშაული, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, დუშეთიდან 70 კილომეტრით დაშორებულ ხადის ხეობაში მოხდა.

სოფელ წკერეს სიახლოვეს, აშშ-ისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე სმიტების ოჯახი დასასვენებლად იმყოფებოდა და კარავი ჰქონდათ გაშლილი. კავშირი მათთან 4 ივლისს გაწყდა.

 

ადგილობრივების ცნობით, 4 ივლისის დილას, სმიტები, მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადის - ხადისწყლის ხეობაში ჩანჩქერის სანახავად წასულან, რომელსაც მთიულები „წკერეს ჩანჩქერს“ ეძახიან. მათი მეგზურობა 20 წლის მწყემს მალხაზ კობოურს უთავია.

გამოძიებით დადგინდა, რომ მწემსმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, პირველი რაიან სმიტი მოკლა. ამ დროს, შოკირებული ლორა სმიტი გაქცევას შეეცადა და ჩანჩქერთან ახლოს, ხევში გადაიჩეხა. ბოლოს 4 წლის ბავშვს ესროლა და ცხედარი ქვებში დამალა.

კობოურმა, რომელიც ოკუპირებული ახალგორიდან დევნილია, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სოფელ წკერეს მცხოვრებლებს თავად შეატყობინა, რომ ქალის ცხედარი იპოვა. თავდაპირველი ვერსია, რომ ამერიკელები შესაძლოა, უბედურ შემთხვევას შეეწირნენ სწორედ მწყემსმა გაავრცელა.

 

ორი დღის მანძილზე, მწყემსი მაშველებთან ერთად რაიან და კეილებ სმიტების ცხედრების ძებნის ოპერაციაშიც მონაწილეობდა. გუშინ, დაპატიმრების შემდეგ, იმ ადგილამდე, სადაც ბავშვის გვამი გადამალა, კობოურმა პოლიცია თავად მიიყვანა.

შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მალხაზ კობოურმა სასტიკი დანაშაული უკვე აღიარა, თუმცა მწყემსის ადვოკატი და ოჯახი ამ ინფორმაციას უარყოფენ:

ეს საზარელი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდება“
მამუკა ჭელიძე, შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი

„სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა. ეს საზარელი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდება.“

ამერიკელები რაიან და ლორა სმიტები საქართველოში, კერძოდ ქალაქ მარნეულში, 2012 წლიდან ცხოვრობდნენ. კალიფორნიაში დაბადებული რაიანი პროექტ Rewoven-ს ხელმძღვანელობდა, რომელიც ქვემო ქართლსა და კახეთში მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელ ქალებში ხალიჩის ქსოვის მივიწყებული ტრადიციის აღორძინებას ემსახურება.

 

რაიანმა, რომელიც 2002-2005 წლებში აზერბაიჯანში ცხოვრობდა და აზერბაიჯანულ ენას კარგ ფლობდა, Millennium Relief and Development Services-ის დახმარებით, Rewoven პროექტში, 20-ზე მეტი ხალიჩის მქსოველი ქალი დაასაქმა და საქართველოში დამზადებულ ხალიჩებს საერთაშორისო ბაზარზე ყიდდა.

ლორა სმიტი განათლების სამინისტროს პროექტ „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მოხალისე მასწავლებლის სტატუსით, მარნეული N3 საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლიდა და ქმრის ბიზნესში აქტიურად იყო ჩართული.

ლორამ და რაიანმა საქართველოს მოქალაქეობა 2012 წელს „საგამონაკლისო წესით“ მიიღეს. ბოლო თვეების მანძილზე სმიტები საკუთარი სახსრებით, მარნეულში ბავშვთა სათამაშო მოედნის მოწყობისთვის იბრძოდნენ, სოციალური ქსელით აქტიური კამპანია აწარმოეს, მოსახლეობასთან და მერიის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრაც გამართეს, თუმცა მარნეულის მერიამ მიწის გამოყოფაზე მაინც უარი უთხრა.

 

სმიტების ოჯახმა ქვემო ქართლსა და კახეთში მოქსოვილი ხალიჩების გამოფენა რამდენჯერმე თბილისშიც მოაწყო, „ევროპის სახლსა“ და „ახურნდოვის სახლის“ არტ გალერეაში.

“ახუნდოვ ჰაუსის” წარმომადგენელმა ლელა მოწონელიძემ, რომელიც სმიტებთან ოჯახით მეგობრობდა, „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ მომხდარი მკვლელობით შეძრწუნებულია:

არ მჯერა რომ ეს ტრაგედია ნამდვილად მოხდა. ვერ წარმომიდგენია რა შელაპარაკება შეიძლება მომხდარიყო, რომ მთელი ოჯახი ასე გაიმეტო. საოცრად კულტურული, განათლებული და ძალიან კარგი ბიჭი იყო რაიანი, ასეთივე იყო ლორაც"
ლელა მოწონელიძე, სმიტების ოჯახის მეგობარი

„ხალიჩების გამოფენის შემდეგ, რომელსაც „ახურნდოვის“ არტ გალერეაში დიდი წარმატება ჰქონდა. დავმეგობრდით, რაიანი ჩვენთან ოჯახში მოდიოდა მეუღლესთან და ბავშვთან ერთად. იმდენად დადებითი და კარგი ოჯახი იყო არ მჯერა, რომ ეს ტრაგედია ნამდვილად მოხდა.

უკიდურესად აღშფოთებული ვარ, ვერ წარმომიდგენია რა შელაპარაკება შეიძლება მომხდარიყო, რომ მთელი ოჯახი ასე გაიმეტო. საოცრად კულტურული, განათლებული და ძალიან კარგი ბიჭი იყო რაიანი, ასეთივე იყო ლორაც.“

ჯერჯერობით, უცნობია, რა ბედი ეწევა მოკლული რაიან და ლორა სმიტების ხალიჩების ბიზნესს, რომელშიც რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული. გადაწყვეტილება ბიზნესისა და სმიტების დაკრძალვის ადგილის შესახებ გარდაცვლილების ოჯახის წევრებმა უნდა მიიღონ, რომლებიც აშშ-დან საქართველოში ივლისის ბოლომდე ჩამოვლენ.

 

ბოლო ორი წლის მანძილზე, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა საქართველოში აშშ-ის მოქალაქეს კლავენ. 2016 წლის აგვისტოში, თუშეთისკენ მიმავალი გზაზე, 41 წლის ამერიკელი მოგზაური ფრიტზ ვოლფგანგ მუსერი საქართველოს მოქალაქე მიხეილ ჭინჭარაულმა შელაპარაკების დროს დანით მოკლა. მკვლელს თელავის სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ძალადობა