პატარას მოლოდინში ნამდვილად არაა სასურველი ექსპერიმენტები კვების რაციონში. ჩვეულებრივ მენიუში მკვეთრი ცვლილებები ხშირად სტრესს და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებს იწვევს. ვეგანურ და ვეგეტარიანულ დიეტაზე ხშირად უჩნდებათ კითხვები ორსულ ქალებს, რომლებიც მიჩვეულნი არიან ცხოველური ცხიმების და ცილების გარეშე კვებას.
კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი, საიფორმაციო პროექტის(NPR- national public radio U.S) ბლოგერი ტანია ლამბროზო შეეცადა მოეპოვებინა სამეცნიერო კვლევები, რომლებიც პასუხს გასცემდა კითხვაზე: უსაფრთხოა თუ არა ფეხმძიმობისას მცენარეული პროდუქტით კვება.
ვეგანურ კვებაზე ორსულებში ცოტა რამ არის ცნობილი, ტანიას მოჰყავს მაგალითი ჟურნალიდან „An International Journal of Obstetrics and Gynaecology“, რომელშიც წერია რომ ეს საკითხი არაა გამოკვლეული სათანადოდ, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ორსული ყურადღებას მიაქცევს და მიიღებს ყველა ვიტამინს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პრობლემა აღარ იარსებებს.
ორსულის მენიუ უნდა იყოს მრავალფეროვანი და ჯანსაღი. ლამბროზო ხაზს უსვამს რომ ამგვარი ფორმულირება ქალს აძლევს საშუალებას აირჩიოს ვეგანური კვების სტილი ისე, რომ არ იუნერვიულოს მომავალი ბავშვის ჯანმრთელობაზე.
პორტალი „One Green Planet“ მიუთითებს რომ ორსულმა საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღოს ფოლიუმის მჟავა, დე ვიტამინი, კალციუმი, ცილები და რკინა, რაც მცენარეული პროდუქტისგან მიიღება.
მაგალითისთვის : საკმარის ფოლიუმს შეიცავს თეთრი ლობიო, ავოკადო და ფერმენტირებული სოიოს პროდუქტები.
კალციუმს და დე ვიტამინს ნუშის რძე და სოიოს იოგურტები.
რკინის მოთხოვნილებას შეავსებს ისევ ლობიო, ან სოკო. ასევე რკინას შეიცავს ოსპი, ისპანახი, სეზამი, შავი შოკოლადი და ჭარხლის ბოლქვები.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რკინა მცენარეული საკვებიოდან ცუდად აისახება ჰემოგლობინზე, აღდგენაში კი ცე ვიტამინი დაგვეხმარება.
ომეგა 3ის წყაროდ კი „One Green“ გირჩევთ მიირთვათ ზღვის პროდუქტები.
მოამზადა მარიამ სოხაძემ
წყარო