2018-11-15

 

ბრაზის და რისხვის გამოვლინება, ძირითადად 2,5-4 წლამდე ბავშვებს ახასიათებთ.

„აფეთქება“, რამოდენიმე წამიდან ორ წუთამდე გრძელდება, იშვიათად უფრო მეტი ხნით.

როცა ბავშვი აგრესიულია, შეიძლება სხვისი ცემა მოუნდეს, სათამაშოები ისროლოს, ან გარშემომყოფებზე საკბენად გაიწიოს.

თუ აგრესიის გამოვლინებები ხშირად მეორდება, უმჯობესია ბავშვთა ფსიქოთერაპევტს გაესაუბროთ.

აგრესიის შეტევები ბავშვების 80%-ს პერიოდულად აწუხებს. ყველაზე ხშირად 3 წლის ბავშვებს, უფრო ნაკლებად 2 წლის ბავშვებს, ხოლო 4 წლის ბავშვებში აგრესიის შეტევები ბავშვების 10%-ს ახასიათებს.

ბავშვები ძირითადად მაშინ ხდებიან აგრესიულები, როცა ცდილობენ რაღაც დამოუკიდებლად გააკეთონ და არ გამოსდით. გარდა ამისა, სხვა ფაქტორებიც მოქმედებს: გადაღლა, განვითარების დონე, ტემპერამენტი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა ოჯახში, ჯანმრთელობა და თავმოყვარეობა.

ბრაზმა შეიძლება მაშინაც იჩინოს თავი, როცა მშობლები ბავშვის საქციელზე გადამეტებული ყურადღებით რეაგირებენ.

თუ მეტ ყურადღებას გამოიჩენთ, შესაძლებელია მორიგი „შეტევის“ პროვოცირება მოახდინოთ. იმოქმედეთ სიტუაციის მიხედვით, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ბავშვის რისხვას იოლად აიცილებთ თავიდან.

თუ ბავშვი მოულოდნელად გახდა აგრესიული, დამშვიდების ყველაზე კარგი მეთოდია გადაატანინოთ ყურადღება სხვა რამეზე.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ვასწავლოთ ბავშვებს გრძნობების გამოხატვა და  ემოციების შეფასება.

გაესაუბრეთ ბავშვს გარკვეულ სიტუაციებზე, ზღაპრებისა და სათამაშოების დახმარებით. ასევე შესაძლებელია ხატვის საშუალებითაც, იმ ფორმით, რომლითაც ბავშვს შეეძლება თავისი  ემოციები გადმოსცეს.

ასწავლეთ პატარას, რომ ბრაზი სიტყვებით გადმოსცეს (მე გაბრაზებული ვარ!). მოიფიქრეთ ისტორია, სადაც ბავშვი პერსონაჟი იქნება, მთავარი უარყოფითი გმირი კი მისი აგრესია.

ფსიქოლოგები გვირჩევენ ავუხსნათ ბავშვს, რომ ხანდახან დიდებიც ბრაზდებიან, მაგრამ ბრაზის თავიდან ასაცილებლად სხვა და სხვა საშუალებები არსებობს.

მნიშვნელოვანია, რომ ბრაზის შეტევის დროს მშობელმა სიმშვიდე შეინარჩუნოს.

თუ გაერკვევით აგრესიის მიზეზებში,   მისი თავიდან აცილება შედარებით გაგიიოლდებათ.

ზოგ შემთხვევაში, ბავშვი იმიტომ იქცევა აგრესიულად, რომ მშობლების ყურადღება აკლია.

მაგალითად როცა ჭამა, ან წყლის  დალევა უნდა, ზედმეტად თბილად, ან თხლად აცვია, ტუალეტში უნდა შესვლა ან რაიმე სტკივა. თუ „შეტევაზე“ ადეკვატური რეაგირება არ გექნებათ, ან სიმშვიდეს ვერ შეინარჩუნებთ,  ბავშვი თქვენით მანიპულირებას ეცდება.

მშობლებს, რომლებიც ბავშვის დაბადებისთანავე სწავლობენ მათ ხასიათს, დროთა განმავლობაში აღზრდასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა ბევრად უადვილდებათ.

 

მოამზადა ლუდმილა არდაშელიამ

რჩევები