1. პირველი, რაც სახლში დაბრუნებულმა უნდა გააკეთოთ - აკოცეთ მეუღლეს.
2. კითხეთ მას როგორი დღე ჰქონდა.
3. ისწავლეთ გულწრფელი მოსმენა.
4. ნუ დაიწყებთ მისი პრობლემების გადაწყვეტას, უბრალოდ გამოხატეთ თანაგრძნობა.
5. 20 წუთის განმავლობაში მთელი თქვენი ყურადღების კონცენტრაცია მოახდინეთ მასზე.
6. მოუტანეთ მას ყვავილები უბრალო დღეს.
7. დაგეგმეთ ერთად როგორ გაატარებთ დასვენების დღეებს.
8. თუ მეუღლე დაღლილია და ვახშამი აქვს მოსამზადებელი, შეთავასეთ თქვენი დახმარება.
9. ნუ დაიშურებთ კომპლიმენტებს.
10. პატივი ეცით მის გრძნობებს, როცა გაბრაზებულია.
11. შეთავაზეთ დახმარება როცა დაღლილია.
12. მოგზაურობის დროს განსაზღვრეთ ზედმეტი დრო, რომ მეუღლემ არ იჩქაროს.
13. თუ გაგვიანდებათ დაურეკეთ და გააფრთხილეთ.
14. თუ დახმარებას გთხოვთ, დაეთანხმებით, თუ უარს ეტყვით, არ უსაყვედუროთ იმის გამო რომ დახმარებისთვის მოგმართათ.
15. თუ მისი გუნება-განწყობა დაქვეითებულია, გამოუცხადეთ მას თანაგრძნობა.
16. თუ გინდათ განცალკევება, უთხარით მას, რომ გჭირდებათ დრო, რომ რაღაც საკითხებზე დაფიქრდეთ.
17. როცა გონს მოხვალთ აუხსენით მღელვარების მიზეზი.
18. ზამთარში შეთავაზეთ ცეცხლის დანთება.
19. როცა გელაპარაკებათ გადადეთ გაზეთი ან გამორთეთ ტელევიზორი - ყურადღებით რომ უსმინოთ.
20. თუ ჭურჭელს ყოველთვის რეცხავს მეუღლე, შიგადაშიგ შეთავაზეთ დახმარება, განსაკუთრებით როცა დაღლილია.
21. შეიმჩნიეთ როცა ცუდ ხასიათზეა და კითხეთ მიზეზი.
22. სახლიდან გასვლისას კითხეთ მაღაზიაში ხომ არ გამოიაროთ და არ დაივიწყოთ.
23. გააფრთხილეთ თუ სამსახურიდან სადმე უნდა შეიაროთ.
24. მოეხვიეთ ოთხჯერ დღეში.
25. დაურეკეთ სამსახურიდან და მოიკითხეთ.
26. უთხარით რომ გიყვართ - არანაკლებ ორჯერ დღეში.
27. გაასწორეთ საწოლი.
28. თუ რეცხავს თქვენ ნასკებს გადმოაბრუნეთ ის, რომ ამის გაკეთება მას არ მოუწიოს.
29. შეამოწმეთ ნაგვის ყუთი, რომ საჭიროებისას გაიტანოთ ის.
30. თუ მიემგზავრებით, დაურეკეთ და დაუტოვეთ თქვენი ახალი ტელეფონის ნომერი.
31. გაურეცხეთ მეუღლეს მანქანა.
32. თუ გეგმავთ ერთად წასვლას თქვენი მანქანით, გარეცხეთ და მოაწესრიგეთ.
33. დაწოლისას მოიწესრიგეთ თავი და დაისხით მისი საყვარელი სუნამო.
34. თუ ვინმემ გამოიყვანა წყობიდან დაიჭირეთ მისი მხარე.
35. შეთავაზეთ მას მასაჟის გაკეთება.
36. არ დაიშუროთ ალერსი.
37. იქონიეთ მოთმინება თუ გიზიარებთ გრძნობებს.
38. თუ ერთად უყურებთ ტელევიზორს, არ გადართოთ სხვა არხზე.
39. ხალხში გამიოჩინეთ მისდამი ყურადღება.
40. თუ გიჭირავთა მისი ხელი, ყურადღება მიაქციეთ რომ ხელი არ გაგიოფლიანდეთ.
41. გაიგეთ რომელი სასმელი მოწონს, რათა საჭიროების შემთხვევაში შეთავაზოთ ის, რაც მოწონს.
42. თუ ერთად აპირებთ რესტორანში წასვლას, შეთავაზეთ კონკრეტული რესტორანი, რომ მას არ მოუწიოს ამაზე ფიქრი.
43. იყიდეთ თეატრის, ოპერის ბილეთები, რაც მას უყვარს.
44. მოძებნეთ მიზეზი, მისთვის კარგად რომ გამოეწყოთ.
45. მოეკიდეთ გაგებით თუ აგვიანდება თავის მოწესრიგების დროს.
46. იმყოფებით რა საზოგადოებაში დაუთმეთ მას მეტი ყურადღება ვიდრე სხვებს.
47. მიანიჭეთ უპირატესობა მეუღლეს ბავშვებთან შედარებით, რათა მათ ეს დაინახონ.
48. გაუკეთეთ პატარა საჩუქრები.
49. იყიდეთ მისთვის ტანსაცმელი.
50. სადღესასწაულო დღეებში გადაუღეთ მას სურათები.
51. მოაწყვეთ მოკლე რომანტიული გასეირნებები.
52. ატარეთ საფულეში მისი სურათი და შიგადაშიგ შეცვალეთ.
53. თუ გაჩერდით მეუღლესთან ერთად სასტუმროში, შეუკვეთეთ მისთვის ნომერში სუნამო ან ყვავილები.
54. დაბადების დღეებზე და ქორწინების წლისთავზე დაუწერეთ წერილი ან ბარათი.
55. თუ გელოდებათ ხანგრძლივი გზა, შეთავაზეთ მანქანის ტარება.
56. არ ატაროთ მანქანა სწრაფად თუ არ უყვარს სისწრაფე.
57. მიაქციეთ ყურადღება როგორ გამოიყურება და არ დაგავიწყდეთ კომპლიმენტი.
58. თუ მიდიხართ უცნობი მარშუტით, წინასწარ შეისწავლეთ გზა.
59. იარეთ საცეკვაოდ ან აიღეთ ცეკვის გაკვეთილები.
60. დაუწერეთ წერილი.
61. მოიქეცით ისე და მიაქციეთ ისეთი ყურადღება როგორც გაცნობის პერიოდში.
62. კითხეთ რამე ხომ არ არის სახლში შესაკეთებელი.
63. შეთავაზეთ სამზარეულოს დანების გალესვა.
64. იყიდეთ სპეციალური სითხე ნივთების დასაწებად.
65. გამოცვალეთ დამწვარი ნათურები.
66. წაუკითხეთ გაზეთის ის მონაკვეთი ხმამაღლა, რომელიც დააინტერესებს.
67. თუ დაგირეკეს და გთხოვეს გადასცე მეუღლეს ინფორმაცია, ჩაიწერეთ ყველაფერი.
68. დაეხმარეთ მოუძებნოს ძველ ნივთებს სათანადო ადგილი.
69. ბანაობის შემდეგ მოწმინდეთ სააბაზანოს იატაკი.
70. გაუღეთ კარები.
71. წამოიღეთ ნაყიდები.
72. არ ააწევინოთ მძიმე ნივთები.
73. მოგზაუროს დროს მოაგვარეთ ჩანთების პრობლემა.
74. თუ რეცხავს ჭურჭელს, შეთავაზეთ დამშრალება.
75. დაიწერეთ რა არი შესაკეთებელი და დაკიდეთ მაცივარზე.
76. მოუწონეთ სადილი.
77. საუბრის დრო უყურეთ თვალებში.
78. კითხეთ გასული დღის შესახებ, გამოიჩინეთ ყურადღება იმ წიგნების მიმართ, რომელსაც კითხულობს.
79. უსმენთ რა დაეთანხმეთ მას ჯესტებით.
80. დაინტერესდით როგორ გრძნობს თავს.
81. თუ ავადმყოფობდა ახლო პერიოდში, კითხეთ როგორ გრძნობს თავს.
82. თუ დაღლილია მოუმზადეთ ჩაი.
83. ეცადეთ დასაძინებლად ერთად დაწვეთ.
84. სახლიდან გასვლისას აკოცეთ.
85. გაიცინეთ როცა ხუმრობს.
86. მადლობა გადაუხადეთ როცა რაიმეს აკეთებს თქვენთვის.
87. თუ გაიკეთა ვარცხნილობა, გაუკეთეთ კომპლიმენტი.
88. მოძებნეთ დრო მასთან მარტო დასარჩენად.
89. ნუ უპასუხებთ ტელეფონს როცა მარტო ხართ.
90. გაისეირნეთ ერთად ველოსიპედებით.
91. მოაწყვეთ პიკნიკები.
92. დაეხმარეთ ქიმწმენდაში ნივთების წაღებაში.
93. სასეირნოდ წადით მარტო, ბავშვების გარეშე.
94. გადაწვიტეთ საკითხები ერთობლივად.
95. თუ იყავით წასული, გამოხატეთ რომ მოგენატრათ.
96. უყიდეთ ტკბილეული.
97. თუ საყიდლებზე ყოველთვის მეუღლე დადის, შეთავასეთ ამის გაკეთება თავად.
98. როცა რაიმეს აღნიშნავთ, ზედმეტი არ მიირთვათ, რათა მის გვერდით დისკომფორტი არ იგრძნოთ.
99. სააბაზონოში იბანავეთ ერთად.
100. გააცანით ეს ჩამონათვალი მეუღლეს და საჭიროების მიხედვით შეავსოს ის.
მოამზადა ნაზი ახობაძემ