2018-10-25

რა იწვევს კარიესს ბავშვებში? იცოდით თუ არა,რომ ფტორის ნაკლებობა ამის ერთ-ერთი მიზეზია? რა უნდა ვიცოდეთ, რომ  ნაადრევი კარიესი თავიდან ავიცილოთ? - აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, „მშობელი“ ბავშვთა სტომატოლოგს, ანა ჭიჭინაძეს ესაუბრა.

როგორც ექიმი აცხადებს, კარიესის მიმართ კბილის მდგრადობას კარგად დაცული ჰიგიენის გარდა მისი სტრუქტურული შემადგენლობა განსაზღვრავს.

„კბილის ფტორირება მნიშვნელოვან როლს თამაშობს კბილის კარიესის განვითარებისგან დასაცავად და მას ამ დაავადების პრევენციაში 20-40% მიაწერეს. პატარა დღიდან დაბადებისა სხვადასხვა საშუალებებით ივსებს  იმ მინერალების მარაგს, რომელიც საციცოხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის. რაც შეეხება ფტორს, მისი შეთვისება სხვადასხვა გზებით ხდება - ეს არის სასმელი წყალი, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისად ფტორირებული და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რა რაოდენობით  შეიწოვება ის ჩვენს ორგანზმში, მივდივართ იქამდე, რომ ფტორის რაოდენობა ხშირ შემთხვევაში ბავშვების ორგანიზმში არ არის საკმარისი. შემდეგი ორი მეთოდი ფტორირებული პასტები და ფტორლაქებია(ფტორგელებია. ამ ორ უკანასკნელთან განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, ვინაიდან ფტორის  გადამეტებულმა რაოდენობამ შესაძლოა, გართულება გამოიწვიოს, როგორც სისტემური, ასევე არაკარიესული დაზიანება, რომელიც ფლუოროზის  სახელწოდებითაა ცნობილი. იგი შემღვრეული რძისფერი ლაქების სახით გვევლინება კბილის ზედაპირზე. ხშირად მშობლელბი სახლის პირობებში ცდილობენ ამ ლაქებთან გამკლავებას, სხვადსსხვა საშუალებებით (სოდით,ლიმონმჟავით)რაც ყოვლად დაუშვებელია, ვინაიდან შეიძლება ისე დავაზიანოთ კბილის მინანაქარი, ისე დავხაზოთ რომ კბილი კარიესისადმი მიდრეკილი გავხადოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე მის დოზირებასთან მიმართებაშიც გვმართებს, რადგან გადამეტების შემთხვევაში თავს იჩენს ინტოქსიკაცია და იგი გულის რევით, მუცლის ტკივილით, თავბრუსხვევით გამოიხატება. ამიტომ მანამ სანამ დავგეგმავთ ფტორის შემცველ პრეპარატთან შეხებას, სასურველია სისხლში მისი ოდენება განისაზღვროს“.

რაც შეეხება აპლიკაციურ მეთოდს, ექიმის თქმით, ეს კლინიკის პირობებში წინასწარი კვლევით და განსაკუთრებული სიფრთხილით ტარდება.

„პროცედურულად 3-4 წუთს მოიცავს და შესასრულებლად საკმაოდ მარტივია, ასე რომ ნუ გადადებთ ვიზიტს სტომატოლოგთან იმისთვის, რომ  კბილები ბევრად რეზისტენტული და მტკიცე გახადოთ“.

 

მოამზადა მარიამ სოხაძემ

რჩევები