შემოდგომის დადგომას ყოველთვის თან ახლავს ვირუსების და გრიპის აფეთქება.
ეს პრობლემა განსაკუთრებით მშობლებს აწუხებთ, რადგან ბაღში და სკოლაში ვირუსი მარტივად ვრცელდება.
"მშობელი" პედიატრ მეგი ხანჯალიაშვილი-ბერიაშვილს ესაუბრა. ის მოგვცემს მარტივ რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც შეძლებთ თავიდან აირიდოთ ინფიცირება ან შეამციროთ ავადობის რაოდენობა.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ვირუსულ გრიპებს ძალიან ზედაპირულად უყურებენ, რაც არასწორია. როგორც კი პატარა რამეს შენიშნავთ: უხასიათობას, თავის ტკივილს, სისუსტეს, ყურადღება მაშინვე უნდა მიაქციოთ. ვირუსიანი ადამიანის გამოყენებული ჭურჭელი უნდა დაიდუღროს და არა გაირეცხოს. ასევე პირსახოცი და მისი სხვა ნივთები ერთად არ უნდა გაირეცხოს მანქანაში, რადგან ასე ვირუსი არკვდება. კვდება მხოლოდ სადეზინცექციო ხსნარით ან დადუღვრით.
ანტიბაქტერიული სველი ხელსაცოხი მუდამ თან უნდა იქონიოთ. ყველა დაცემინების თუ დახველების დროს ერთჯერადად უნდა გამოიყენოთ ხელსახოცი და არა ცხვირსახოცი, რომელსაც მშობლები ბაღში და სკოლაში ატანენ და მთელი დღე გამოიყენება. ეს პირველი წყაროა რომ ვირუსი გაიფანტოს.
იმ ოთახში, სადაც ბავშვები არიან, აუცილებელია განიავება, ყოველ 3 საათში ერთხელ, რასაც საბავშვო დაწესებულებების უმრავლესობა არ აკეთებს.
პირბადის ტარებაც არ იქნება ეფექტური, თუ 2 საათზე მეტხანს გამოვიყენებთ.
საზოგადოებაში ყოფნისას მუდმივად გაუწმინდეთ ბავშვებს ხელები და სახე ანტიბატერიული ხელსახოცით. არავინ არ გადაკოცნოთ, ამ პერიოდებში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ხალხთან კონტაქტს ერთ მეტრზე ნაკლებ მანძილზე.
ამ პერიოდში ვირუსების აფეთქება იწყება და დაახლოებით 2-4 თვე გრძელდება. სველი ხელსაცოხი აუცილებელია ყველასთან შეხების შემდეგ...
და ბოლოს: განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მათ, ვისაც შინაური ცხოველები ჰყავთ. განსაკუთრებით ძაღლი და კატა. ისინი ვირუსის მატარებლები არიან, მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ავადდებიან.
იმ ვირუსების ინკუბაციის პერიოდი, რომლებიც ახლაა გავრცელებული, ძირითადად 4დღეა და გადამდებია 8დღის განმავლობაში. პირველი სიმპტომის გამოვლენისთანავე დატოვეთ ბავშვები სახლში და ნუ გაუშვებთ სკოლაში, ან ბაღში, რათა სხვების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას."
"მშობელი" გისურვებთ ჯანმრთელობას.
მოამზადა მარიამ სოხაძემ