2018-10-12

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმზღვანელის ხათუნა ხაზაშვილის ინფორმაციით, ოქტომბერი გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო თვედ ითვლება.

მისი თქმით, ნებისმიერი ქრონიკული დაავადების დროს გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება რეკომენდებულია, რადგან ასეთი დაავადების მქონე ადამიანებს გრიპი უფრო მძიმედ გადააქვთ. 

ხაზაშვილის განმარტებით, ნებისმიერი ქრონიკული დაავადებების დროს მაქსიმალურად რეკომენდებულია, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრა ჩატარდეს. მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

„მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებას სახელმწიფო უზრუნვეყოფს. მაღალი რისკის ჯგუფებად გამოყოფილია დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომვლელი პერსონალი, 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებულები, c ჰეპატიტით დაავადებულები, აივ-ინფიცირებულები, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურე პირები და პერსონალი, ორსულები.

ვაქცინებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება მოკლებულია რეალურ საფუძველს და ძალიან ცუდია, თუ მოსახლეობაში ასეთი დამოკიდებულება არსებობს იმიტომ, რომ ვაქცინა არის მსოფლიო მიღწევა და უარი არ უნდა ვთქვათ ამაზე. მითუმეტეს მაშინ, როცა სახელმწიფო თავისი სახსრებით სთავაზობს ადამიანებს ყველაზე უსაფრთხო და პროფილაქტიკურ საშუალებას. გრიპის პროფილაქტიკისთვის სხვა პირდაპირი საშუალება გარდა ვაქცინაციისა არ არსებობს,“ - განაცხადა ხათუნა ხაზაშვილმა.

 

წყარო: „ინტერპრესნიუსი“ 

რჩევები