
თითქმის ყველა ბავშვს, 1-3 წლის ასაკში ემართება. ამ ასაკში ბავშვს უჩნდება საკუთარი სურვილები და თავს უკვე პიროვნებად გრძნობს. როცა რაიმეს უკრძალავენ, ბრაზობს. როცა პატარა ძალიან გაჯიუტებულია, გამოსავალს პოულობს, იატაკზე ვარდება, ბოლო ხმაზე ტირის, ხელ-ფეხს, ხანდახან თავსაც იატაკზე ურტყამს.
გაეცანით ამერიკელი პედიატრის ბენჟამენ სპოკის რჩევებს
იშვიათი ისტერიკა არაფერს ნიშნავს. მშობელი ხანდახან იძულებულია ბავშვს უარი უთხრას რამეზე, მაგრამ თუ ისტერიკა ხშირად მეორდება, მაგალითად დღეში რამდენჯერმე, პატარა შეიძლება გადაღლილი იყოს ან რაიმე აწუხებდეს.
ისტერიკის ხშირი შეტევები ხანდახან მიუთთებს იმაზე, რომ დედა ვერ ჩასწვდა ბავშვთან დამოკიდებულებას. დაუსვით თქვენს თავს რამოდენიმე შეეკითხვა:
- აქვს თუ არა ბავშვს შესაძლებლობა თავისუფლად ითამაშოს ისეთ ადგილას, სადაც დედის მკაცრი დამოკიდებულება ძალიან არ შეაწუხებს;
- აქვს თუ არა ისეთი ნივთები, რომლებზეც შეუძლია აცოცდეს, ან ისეთი რომელთა იატაკზე თრევა შეიძლება;
- აქვს თუ არა საკმაო რაოდენობის განმავითარებელი სათამაშოები;
- არის თუ არა სახლი ისე მოწყობილი, რომ დედას ყოველ წუთს არ უწევდეს ბავშვის დატუქსვა: „ხელს ნუ ახლებ.“
- შეიძლება დედა თავად იწვევდეს ბავშვის გაჯიუტებას იმით, რომ სთხოვს მოვიდეს და ტანსაცმელი ჩაიცვას, იმის მაგივრად რომ თვითონ ჩააცვას, ანდა ეკითხება, უნდა თუ არა ქოთანზე დაჯდომა, იმის მაგივრად რომ უბრალოდ გაიყვანოს საპირფარეშოში, ან თვითნ დასვას ქოთანზე.
- იქნებ დედა უბოდიშოდ ერევა მის საქმეებში, იმის სანაცვლოდ, რომ ბავშვის აზრებს უფრო გონივრული მიმართულება მისცეს.
- როდესაც თქვენ გრძნობთ, რომ ქარიშხალი ახლოვდება, ცდილობთ ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოთ თუ მტკიცედ ელოდებით ბავშვის აფეთქებას?
თქვენ ყოველთვის ვერ მოახერხებთ ბავშვის ისტერიკას თავი დააღწიოთ. როცა ისტერიკა თავს იჩენს, ეცადეთ ყურადღება არ მიაქციოთ და როგორმე დაეხმარეთ ბავშვს; რა თქმა უნდა დათმობა არ შეიძლება. ზოგჯერ პატარები ამ ხერხს იმიტომ მიმართავენ, რომ თავისი გაიტანონ. ნუ შეეკამათებით. ასეთ მდგომარეობაში მყოფი მაინც ვერ მიხვდება რომ მართალი არ იყო, მაგრამ თუ გაუბრაზდებით, აიძულებთ ისტერიკა განაგრძოს. როგორმე მიეცით საშუალება ღირსეულად დაგნებდეთ. ზოგი ბავშვი იოლად ჩერდება, როცა მარტო რჩება. წყვეტს ტირილს და თამაშს აგრძელებს. ჯიუტი და თავმოყვარე ბავშვი კი მთელ საათს ღრიალებს, სანამ დედა პირველ ნაბიჯს არ გადადგამს.
როგორც კი ისტერიკის მძვინვარე ფაზა ჩაივლის, შეგიძლიათ რაიმე საინტერესო წინადადება შესთავაზოთ ბავშვს და შერიგების ნიშნად ჩაეხუტოთ.
ყველაზე არასასიამოვნო მომენტია ისტერიკა ხალხში.
ბავშვი მაშინვე აიყვანეთ ხელში ღიმილით, რა თქმა უნდა თუ ისევ შეგიძლიათ გაღიმება და მყუდრო ადგილას შეაფარეთ თავი, სადაც ორივე შეძლებთ გონზე მოსვლას.
ისეთი შეტევები, როდესაც ბავშვს სული ეხუთება, ლურჯდება და წუთით კარგაცვს გონებას, ყველა დედას შიშს გვრის, თუმცა ეს შეიძლება თქვენი პატარას ბრაზის და სიჯიუტის გამოვლინება იყოს. როგორმე მიეჩვიეთ მშვიდად გადაიტანოთ შეტევები და არ მისცეთ ბავშვს საშუალება ამ ხერხით თავის მიზანს მიაღწიოს.
მოამზადა ლუდმილა არდაშელიამ