2018-09-06

ნორმალურია თუ არა ბავშვის შიშები? - ეს ალბათ ის კითხვაა, რომელიც ყველა დედას მეტ-ნაკლებად აწუხებს.

ქვემოთ ჩამოთვლილია შიშები, რომლებიც ბავშვებს სხვადასხვა ასაკში ახასიათებთ.

0-6 თვე - შიშს იწვევს მოულოდნელი მაღალი ხმები, სწრაფი მოძრაობა, დედის გარეშე ყოფნა და მისი ხასიათის უეცარი ცვლილება(ცუდისკენ), სიმაღლე, ნივთების დავარდნა, რომელიც ასევე იწვევს ხმაურს.

7-12 თვე - შიში შეიძლება გამოიწვიოს ხმაურმა, ხალხმა, რომელთაც ბავშვი პირველად ხედავს, ტანსაცმლის გამოცვლამ, ნივთებისთვის ჩვეული ადგილის შეცვლამ, წყალმა ბანაობისას ან თუნდაც აუზში. პატარას ასევე აშინებს დაუცველობის შეგრძნება მოულოდნელ სიტუაციებში.

1-2 წელი - ხმაური, მშობლებისგან მოშორებით ყოფნა, უეცარი გაღვიძება, ცუდი სიზმრები, უცნობი ადამიანები, აბაზანიდან წყლის გაშვების ხმა, ტრამვის მიღება, ემოციურ და ფიზიკურ ფუნქციებზე კონტროლის დაკარგვა.

2-2,5 წელი - მშობლების დაკარგვის შიში, ემოციების არასწორად აღქმა მათი მხრიდან, იმავე ასაკის უცნობი ბავშვები, დარტყმის ხმა, ღამის კოშმარები, ინტერიერის მკვეთრი ცვლილება, ელვა და ჭექა-ქუხილი.

2-3 წელი - შფოთვის მიზეზი ხდება დიდი და მათთვის გაუგებარი ნივთები, მაგ: სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი, ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლა, ექსტრემალური სიტუაციები(სიკვდილი, განქორწინება და ა,შ)  ინტერიერის მკვეთრი ცვლილება.

3-5 წელი - სიკვდილი. ამ დროს ბავშვს უწევს გაგება, რომ სიცოცხლე მთავრდება. ღამის კოშმარები, მძარცველების თავდასხმა, ბუნებრივი სტიქიები, ხანძარი, ავადმყოფობა და ოპერაცია, გველები.

6-7 წელი - ზღაპრის(მულტფილმის) გმირები, მაგ: მოჩვენება, ალქაჯი და ა.შ.  ამ ასაკის ბავშვებს ეშინიათ, რომ დაიკარგებიან, ან მშობლებს დაკარგავენ, ეშინიათ რომ ვერ გაამართლებენ მშობლების იმედებს სკოლაში, ურთიერთობები სკოლაში, მარტოობა, ფიზიკური ძალადობა.

7-8 წე ლი - ბნელი ადგილები, ბუნებრივი მოვბლენები და სტიქიები, ყურადღების დაკარგვა და მიუღებლობა გარშემომყოფთაგან(მასწავლებელი, კლასელები, მშობლები), სკოლაში დაგვიანების, სკოლიდან გარიცხვის შიში.

8-9 წელი - ბავშვებს ეშინიათ, რომ ვერ შეძლებენ თამაშში ან სკოლის აქტივობებში ჩართვას, რომ მათ გამოიჭერენ ტყუილში, რომ დასჯიან ფიზიკურად, ვლინდება მშობლების დაკარგვის ან მათთან კამათის შიში.

9-11 წელი - ბავშვებს ამ ასაკში ისევ ეშინიათ, რომ ვერ შეძლებენ თამაშში ან სკოლის აქტივობებში ჩართვას, რომ ვერ მიაღწევენ წარმატებას სკოლაში, ან სპორტში. ასევე შფოთვის მიზეზებია: ავადმყოფობა, ცხოველები, სიმაღლე, ზოგიერთი ექსტრემალური ატრაქციონი, ადამიანები, რომლებსაც მიიჩნევს საფრთხის მომტანად(ნარკომანები, ხულიგნები და ა.შ)

11-13 წელი - დამარცხება, უჩვეულო ცვლილებები ხასიათსა და გარეგნობაში, სიკვდილი, ავადმყოფობა, სექსუალური ძალადობა, კრიტიკა უფროსების მხრიდან, პირადი ნივთების დაკარგვა.

გარდატეხის ასაკში ჩნდება პირადი ურთერთბების შიში, შფოთვას იწვევს შეცვლილი გარეგნობა, პოლიტიკური შინაარსის კითხვები, მომავალი, ცხოველები, ზებუნებრივი მოვლენები, ბუნებრივი სტიქიები.

როგორც ხედავთ, ყველა ასაკს აქვს თავისი დამახასიათებელი შიში, თუ ის ნორმის ფარგლებს არ გადააჭარბებს და არ დაემსგავსება სიგიჟეს, ჩარევას არ საჭიროებს.

 

მოამზადა მარიამ სოხაძემ

 

რჩევები