2018-08-04

Leluka Dada Lashkhi-ს ფოტო.

მწერლისა და შეფმზარეულის ლელუკა ლაშხის თქმით, რესტორნებში, ზეთს, რომელშიც კარტოფილი იხარშება, თვეში ორჯერ, მაქსიმუმ 10 დღეში ერთხელ ცვლიან. 

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის ფოტოს ავრცელებს.

"ჩემ დამლაგებელსა და მრეცხავს არ ეხებათ ღუმელებისა, Friteuse (ქართულად არ ვიცი, სადაც კარტოფილის ფრი და სხვა რამეები იწვება ადურებულ ზეთში) გასუფთავება, რადგან სპეციფიური წმენდა ჭირდება და მე ვაკეთებ. 

ათ დღეში სამჯერ ვცვლი ზეთს.
რატომ ვუსვამ ხაზს ამას ასე.
მაქსიმუმ ერთხელ ათ დღეში და თვეში ორჯერ ცვლიან რესტორნებში, ზეთის ეკონომიის მიზნით, რადგან ათი ლიტრი ჭირდება მინიმუმ ერთ ბაკს.

ჩვენ ორი, 15 ლიტრიანი გვიდგას.
მოკლედ, რასაც აქ ხედავთ ამწამს, ზუსტად ოთხჯერ გამოყენებული ზეთის ნარჩენი ნაგავია.
აი ეს ჩადის თქვენი შვილების კუჭში, სწრაფი კვების(და არამარტო) ობიექტებში ნაყიდი ფრის საშუალებით.

მე სახლში არასოდეს ვადუღებ ზეთს და ვცდილობ ცოცხლად მოვასხა ყველაფერს, ისიც ზეითუნის, რადგან პირდაპირ კიბოს უჯრედების გამოღვიძებას და ათას ნაწლავურ დაავადებას იწვევს.

აი, რატომ არ ვაჭმევ ჩემ შვილს მაკდონალდსში და ბუფალოში არასოდეს.
ვიმეორებ, ეს ოთხი დღის ნარჩენია!", - წერს ლაშხი.

Leluka Dada Lashkhi-ს ფოტო.

 

რჩევები