2022-03-22

საქართველოში, COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ შემოდის. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი.

„ამ მედიკამენტს მაღალი რისკის ქვეშ მყოფი, თუ თანმდევი დაავადებების მქონე პაციენტები მას უფასოდ მიიღებენ - ისინი, „პაქსლოვიდით“, ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში იმკურნალებენ“ , - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ „პაქსლოვიდი“ Pfizer-ის წარმოეებისაა და  90%-იანი დაცულობა გააჩნია.

ზურაბ აზარაშვილმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ახალ პარტიაზეც ისაუბრა.

„ახალი ვაქცინა, საქართველოში, მომდევნო კვირაში შემოვა“, -აღნიშნა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ზურაბ აზარაშვილის თქმით, COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი პანდემიის დასრულების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იქნება, ისევე როგორც ვაქცინაციის პროცესი, რომლის წასახალისებლადაც კვლავ გაგრძელდება ერთჯერადი დანამატების გაცემა - პირველი აცრის შემთხვევაში 200 ლარის, „ბუსტერ“ დოზის შემთხვევაში კი 100 ლარის ოდენობით.

ჯანდაცვა