![]()
კორონავირუსის გამო, შესაძლოა წითელას აფეთქება მოხდეს - ამის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს.
მასალაში UNICEF-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ 37 ქვეყანაში, იმუნიზაციის აცრა, დროულად, შესაძლოა 117 მილიონ ბავშვს ვერ გაუკეთდეს.
როგორც გამოცემა წერს, ბოლო დროს, რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში წითელას აფეთქება უკვე დაფიქსირდა, რადგან ვაქცინაციის რაოდენობა არასაკმარისი იყო. პოტენციურად სასიკვდილო ინფექციის შემთხვევების გაზრდის გამო, დიდმა ბრიტანეთმა უკვე დაკარგა წითელას არმქონე ქვეყნის სტატუსი. დაავადება, რომელიც იწვევს ხველას, გამონაყარსა და სიცხეს, შეიძლება თავიდან აცილებულ იქნას ყბაყურის, წითელასა და ჩუტყვავილას ვაქცინით, რომელიც უფასოა ყველა ახალგაზრდისთვის დიდ ბრიტანეთში. იქ (დიდ ბრიტანეთში) 5 წლის ბავშვების 95%-ს უკვე გაუკეთდა პირველადი ვაქცინაცია, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენდა, მაგრამ მხოლოდ 87,4 %-ს გაუკეთდა მეორადი. გამომდინარე იქედან, რომ წითელა ძალიან ინფექციურია, მცირე ცვლილებებიც კი ინფიცირებულთა რიცხვში დიდ შედეგებს გამოიწვევს.
მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქვეყნებს, რომლებსაც არ აღენიშნებათ წითელას ხშირი შემთხვევები, შეუძლიათ დროებით შეაჩერონ იმუნიზაციის პროცესი, თუ ეს საჭირო გახდება. 24-მა ქვეყანამ, მათგან იმათაც, ვისაც უქვე ჰქონდა წითელას აფეთქება, გადაწყვიტა, კორონავირუსის პანდემიის გამო ვაქცინაცია გადაედო. ეს ქვეყნებია: ბანგლადეში, ბრაზილია, ბოლივია, კამბოჯა, ჩადი, ჩილე, კოლუმბია, ჯივოუტი, დომინიკის რესპუბლიკა, კონგოსდემოკრატიული რესპუბლიკა, ეთიოპია, ჰონდურასი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლებანონი, მალდივი, მექსიკა, ნეპალი, ნიგერია, პარაგუაი, სომალი, სამხრეთ სუდანი, უკრაინა და უზბეკეთი.
UNICEF, იმ ქვეყნებს, რომელბმაც ვაქცინაცია გადადეს, მოუწოდებს, არავაქცინირებული ბავშვები გამიიკვლიონ და ვაქცინაცია სხვაზე ადრე ჩაუტარონ.
„თუ ვაქცინაციის შეჩერების მძიმე არჩევანი გაკეთდა კორონავირუსის გავრცელების გამო, ჩვენ ვურჩევთ ქვეყნების ლიდერებს, რომ გააძლიერონ არავაქცინირებულ ბავშვებზე ზედამხედველობა, რათა მოხდეს საფრთხის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ვაქცინირება, რაც შეიძლება სწრაფად. შეფერხებები ვაქცინაციაში გაზრდის რისკს ბავშვებშიპოტენციურად სასიკვდილო დაავადებების გაჩენისთვის, რაც გაზრდის ზეწოლას ეროვნულ ჯანდაცვაზე და ქმნის ინფექციური დაავადებების მეორე პანდემიის რისკს“.
მასალით თანახმად, დიდი ბრიტანეთი აგრძელებს ბავშვებისთვის უფასო ვაქცინაციას მისი ჩვეული იმუნიზაციის განრიგის მიხედვით.
ინგლისის საჯარო სამედიცინო ორგანიზაციის იმუნიზაციის დეპარტამენტის უფროსი დოქტორი მერი რამზი აცხადებს, რომ ეროვნული იმუნიზაციის პროგრამა ძალიან წარმატებულია სერიოზული და ზოგიერთ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საფრთხის მქონე დაავადებების თავიდან არიდებაში, როგორებიცაა პნევმონია, მენინგიტი, მყივანახველა, დიფტერია და წითელა.