2020-02-02

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი საზოგადოებას სოციალური ქსელიდან მიმართავს და აფრთხილებს, რომ მისი სახელით დაგზავნილი შეტყობინებები ფეიკია. 

როგორც პედიატრი წერს, აღნიშნული პირბადეებისა და სადეზინფექციო ხსნარების გასაღებას ემსახურება.

"მეგობრებო,გაფრთხილებთ ყველას!!! ვიღაც ჩემი სახელით ავრცელებს ხმოვანშეტყობინებას!!! ფეიკია იცოდეთ,სარგებლობენ ჩემი და სხვა ექიმების სახელით,ვგრძნობ რომ ნიღბების და სადიზინფექციო ხსნარების გასაღების მიზნით კეთდება!!! არ დაიჯეროთ,საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა!!! სარგებლობენ ჩემი თქვენდამი გულწრფელი დამოკიდებულებით!!! სირცხვილია!!! ყველა სიფრთხილის ზომებით ვართ მაგრამ ამდენი სიცრუე???გააზიარეთ რაც შეიძლება,პანიკაში არ ჩავარდეს ხალხი ამ სისულელის გამო!", - წერს პედიატრი.

აქვე, პედიატრი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სამართალდამცველებს მიმართოს.

საზოგადოება