
ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, შესყიდვებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ავტონომიურად განახორციელებენ, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ბაღების საკვები პროდუქტებით მომმარაგებელ კომპანია „ნილთა“ ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ ისაუბრა.
როგორც ელოშვილმა აღნიშნა, ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტების მიწოდების მხრივ შეფერხებას ადგილი არ ექნება.
„უახლოესი რამდენიმე დღის და შესაძლებელია, კვირის განმავლობაში, შესყიდვებს საჯარო ბაგა-ბაღები ავტონომიურად განახორციელებენ. საკვები პროდუქტების მიწოდებისა და ხარისხის მხრივ,ამ პერიოდში, არანაირი შეფერხება არ იქნება, ხოლო შემდგომში კომპანიის ჩანაცვლებამოხდება. საუბარია დარჩენილ ორ თვეზე, სანამ საზაფხულო არდადეგები გამოცხადდება. შესაბამისად, ამ პერიოდში სხვა კომპანიით ჩანაცვლება მოხდება და უკვე მომავალი წლისთვის ახალი ტენდერიგამოცხადდება“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.