
"ვაკის პარკის" ფანტანში მოზარდს დენმა დაარტყა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მე–8 კლასელ გოგოს ფანტანში ბურთი გადაუვარდა და მის ამოსაღებად ჩავიდა.
მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. როგორც "აქცენტს" შსს–ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 240–ე მუხლის პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელქეტრო ან თბოენერგიის, გაზის ან ნავთობის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.