
თბილისის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ცენტრალურიმთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციისბანკის მხარდაჭერით, იწყებს ახალი სატრანსპორტო პროექტისგანხორციელებას, რაც დედაქალაქის ქუჩებშიჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს.
როგორც მანთბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა გზებზეუსაფრთხოების გაზრდის, საცობების შემცირებისა დაეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით იქნება მნიშვნელოვანი.
„სისტემა მოიცავს მონაცემთა პლატფორმას, საგზაოსენსორებსა და ნაკადების მართვის ტექნოლოგიას, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს თბილისში რეალურდროში ვმართოთ საგზაო მოძრაობა და პარკირება. ის ასევეხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა დასაგანგებო სიტუაციების ეკიპაჟების გადაადგილებას. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა დაგვეხმარება გზებზეუსაფრთხოების გაზრდაში, საცობების შემცირებისა დაეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია ქუჩისინფრასტრუქტურის გაუმჯობესება თანამედროვესტანდარტების მქონე საფეხმავლო სივრცეების, ველობილიკებისა და საავტობუსო დერეფნების მოწყობისგზით.
„პროექტის ფარგლებში მოხდება, როგორცთანამედროვე აღჭურვილობის, ასევე, პროგრამულიუზრუნველყოფის შეძენა და დანერგვა. პროექტის ჯამური ღირებულება 47 მლნ. ევროს შეადგენს და ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში, საერთაშორისო კონსულტანტის და დარგის ექსპერტებისჩართულობით განხორციელდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.