2020-07-17

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი ბილაინი მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სრულიად უფასოდ, მობილურიდან მარტივი კოდის აკრეფით მომენტალურად მიიღოს ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების მომსახურებების შესახებ. მობილურიდან *303# კოდის გაგზავნით მომხმარებელს შეუძლია: 

  • შეამოწმოს კომუნალური მომსახურებების მიმდინარე ბალანსი
  • მოითხოვოს ელექტრონული ქვითარი
  • შეიტყოს ინფორმაცია ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის ქსელში გეგმიური თუ არაგეგმიური წყვეტის შესახებ და მომარაგების აღდგენის დრო
  • დააფიქსიროს მომარაგების წყვეტის შესახებ მონაცემი, ოპერატიულად რეაგირებისთვის
  • მოთხოვნის შემთხვევაში გაუგზავნოს საწარმოს მრიცხველის ჩვენება
  • სასურველ აბონენტზე დაარეგისტრიროს მობილურის ნომერი
  • შეიტყოს საწარმოს მისამართი და ცხელი ხაზის ნომერი. 

*303#-ით მომსახურება ხელმისაწვდომია ნებისმიერი ტიპის მობილური ტელეფონისთვის და არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას.

 

საზოგადოება