დუმბაძის ფონდში, 10 აპრილს, ცირა ბარბაქაძის წიგნის, "გზავნილები მასწავლებლებისთვის", პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნის ავტორის, პროფესორ ცირა ბარბაქაძის ინფორმაციით, წიგნს რედაქტორები არიან ჟურნალ „მასწავლებლისა“ და ინტერნეტგაზეთ "mastsavlebeli.ge"-ს მთავარი რედაქტორი, პოეტი ნატო ინგოროყვა, მწერალი ირაკლი შამათავა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე.
წიგნში თავმოყრილი და სისტემატიზებულია Mastsavlebeli.Ge - ზე გამოქვეყნებული სტატიები, რომლებსაც აქტიურად იყენებენ მასწავლებლები.
წიგნი დაიბეჭდა პროექტის - განათლება ციფრულ ეპოქაში - მასტერკლასები და კონკურსი-ის ფარგლებში, პროექტის მენეჯერის რამაზ ზოსიაშვილის ინიციატივით,
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: საბურთალო, სულხან ცინცაძის ქუჩა, #63 (ბიბლიოთეკის შენობა, პირველი სართული)