2022-02-01

გალის რაიონის სკოლებში ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა.

ინფორმაციას, ახალგაზრდული გაერთიანება "ჩვერ ვარსებობთ - ხმა აფხაზეთიდან" ავრცელებს.

სწავლის პროცესის შეჩერება ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფმა ზრდამ განაპირობა.

დღეის მდგომარეობით, სწავლის პროცესის განახლება 14 თებერვალს იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსწავლეები კვლავ სასწავლო პროცესის მიღმა რჩებიან, რადგან ადგილზე ონლაინსწავლების პრაქტიკა არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მოხალისე მასწავლებლის რესურსით ჩატარებულ გაკვეთილებს.

ცნობისთვის, გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში სულ 30 სკოლაა.

 

განათლება