
ლიბერთის მხარდაჭერით მელიქიშვილზე A კლასის ბიზნესცენტრის მშენებლობა იწყება
დეველოპერული კომპანია „ზიონსა“ და ლიბერთი ბანკს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფირმებული მემორანდუმის ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტის განხორციელება იწყება, რომელიც თბილისის ისტორიულ ნაწილში, მელიქიშვილის გამზირზე, საერთაშორისო სტანდარტების A კლასის ბიზნეს ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 8.5 მლნ ამერიკული დოლარია, საიდანაც ბანკი 6 მლნ დოლარი ინვესტიციას განახორციელებს. ამ თანამშრომლობით ორი კომპანია, ხელს შეუწყობს დედაქალაქის ურბანულ განვითარებას და ბიზნესისათვის პრემიალური სივრცეების შემნას.
„ბიზნეს ცენტრი მელიქიშვილზე „ზიონის“ ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც მშენებლობის ინოვაციური ტექნოლოგიით გამოირჩევა. შესაბამისად, მისი განხორციელების პროცესში ძლიერი და საიმედო ფინანსური პარტნიორის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მოხარულები ვართ, რომ ლიბერთი ბანკი დღეიდან ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა. 6 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია საშუალებას მოგვცემს, მშენებლობის პროცესი მაღალი ხარისხის და წინასწარ გაწერილი ვადების სრული დაცვით წარვმართოთ. ეს პარტნიორობა ჩვენთვის არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭრა, არამედ ნდობისა და საერთო ხედვის დასტურია, რომლის ფარგლებშიც შევძლებთ თბილისის საქმიანი გარემო ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ.“ - გიორგი რეხვიაშვილი, დეველოპერული კომპანია „ზიონის“ ფინანსური დირექტორი.
„მოხარულები ვართ, რომ „ზიონის“ მასშტაბური და ინოვაციური პროექტის ფინანსური პარტნიორი ვართ. აღნიშნული თანამშრომლობა სრულად შეესაბამება ლიბერთის სტრატეგიას, რომელიც კერძო სექტორის მხარდაჭერას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში აქტიურ ჩართულობას გულისხმობს. მელიქიშვილის ბიზნესცენტრი გამორჩეული პროექტია, როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ისე ლოკაციით, რაც მას მნიშვნელოვან კომერციულ პოტენციალს ანიჭებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ქმნის თანამედროვე, ხარისხიან ბიზნესგარემოს და ხელს უწყობს თბილისის ურბანულ განვითარებას. გვჯერა, რომ „ზიონთან“ პარტნიორობა წარმატებული იქნება და აღნიშნული პროექტი ერთ-ერთი გამორჩეული ბიზნესჰაბი გახდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიებისთვის.“- რატი მეხრიშვილი, ლიბერთის კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
,,ზიონის“ მისია ხარისხს, პროგრესსა და გარემოსთან ჰარმონიულ თანაარსებობას ეფუძნება. მელიქიშვილის ბიზნესცენტრის კონცეფციაც სწორედ ამ ღირებულებებს იზიარებს და სრულ თანხვედრაშია დედაქალაქისათვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული გამზირის არქიტექტურულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე სტატუსთან. მოხარულები ვართ, რომ ლიბერთი ბანკთან პარტნიორობით ვქმნით პრეცედენტს, სადაც ინოვაციური ხედვა და ბიზნესის საჭიროებები ერთმანეთს პრესტიჟულ ლოკაციაზე შეხვდება. გვინდა, შევქმნათ არა უბრალოდ სამუშაო სივრცე, არამედ გარემო იდეებისა და მომავლისთვის, რომელიც კომპანიებისთვის ყველაზე სასურველ მისამართად იქცევა“- ნათია ცხადაია, დეველოპერული კომპანია „ზიონის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი.
საერთაშორისო სტანდარტების ბიზნესცენტრი დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე, მელიქიშვილის 41-ში განთავსდება. 8 სართულიანი შენობის კონცეფცია არქიტექტურულ სტუდია Dephani-ს ეკუთვნის.
პროექტის გამორჩეული უპირატესობა მისი ინოვაციური ფასადია, - საქართველოს სამშენებლო სექტორში პირველად „ზიონი“ გამოიყენებს ულტრათანამედროვე გამჭირვალე ბეტონის პანელებს, რაც ობიექტს განსაკუთრებულ ესთეტიკას და მსუბუქ ფორმებს შესძენს. ბიზნესცენტრის მშენებლობის პროცესი უკვე დაწყებულია და მისი დასრულება 2029 წლისთვის იგეგმება. პროექტი მდებარეობს თბილისის ისტორიულ გამზირზე, რომელმაც წლებია მნიშვნელოვანი კომერციული დატვირთვაც შეიძინა.
„ზიონის“ ბიზნესცენტრი სწორედ ამ დინამიურ გარემოში წამყვან ადგილს დაიკავებს. კომპანიაში მოლოდინი აქვთ, რომ თანამედროვე ინფრასტრუქტურის და მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით, ცენტრი მელიქიშვილზე, საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიებისთვის ყველაზე მოთხოვნად ბიზნესჰაბად ჩამოყალიბდება.