2026-03-30

საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, რომლებიც ბებიებს მიეძღვნა, ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში სპეციალური თაროები განთავსდა.

თაროებზე მკითხველებს ქართველი და უცხოელი ავტორების წიგნები დახვდებათ ბებიებსა და ბავშვობის მოგონებებზე, მათ შორის:

• ჩემი რჩეული - ნოდარ დუმბაძე 1ტ, მე, ბებია ილიკო და ილარიონი, მოთხრობები

• ძველი ფურცლიდან - რევაზ ინანიშვილი

• გოდერძი მოთხრობები

• ბანდიტი ბებია - Liber kids

• ბანდიტი ბებია ბრუნდება - Liber kids

• ბებია, სურათები სოფლის ცხოვრებიდან - ბოჟინა ნემცოვა

• ჩემი აფრიკელი ბებია - მარიამ წიკლაური

• წერილს გწერ, ბებიას - ნინო ნანეიშვილი

• ბებიამ მთხოვა თქვენთვის მეთქვა, რომ ბოდიშს იხდის - ფრედრიკ ბაკმანი

აღნიშნული თაროები ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელის შემდეგ ლოკაციებზე: ვაკის პარკი, ჭავჭავაძის 2, გაგარინი, გალერეა თბილისი, ბიბლუსი გალერი ბათუმში, ბიბლუსი გალერი ქუთაისში, საბურთალოს სითი მოლი.

საქართველოს ბანკის კამპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.

ბიზნესი