2018-06-10

"ანას თოჯინას მოულოდნელად "თმა" ამოუვიდა" - ამის შესახებ შვედეთში მყოფი ქართველი ჟურნალისტი სოფია თეთრაძე წერს და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.

როგორც მან "მშობელს" განუცხადა, თავიდან ეგონა რომ თოჯიდას ხელზე ჭუჭყი ჰქონდა.

"რაღაც თმის მაგვარი ერთიდაიგივე ადგილას ამოდის, ვფიქრობ, სოკოა. ანამ ერთხელ აბანავა ეს თოჯინა და ალბათ წყალმა რაღაც რეაქცია გამოიწვია. თოჯინა სასწრაფოდ გადავაგდეთ სანაგვეში. ზოგადად აქ ყველანაირად უსაფრთხო სათამაშოები იყიდება, თუმცა ამ შემთხვევაში არ ვიცი რა მოხდა", - განუცხადა "მშობელს" სოფიამ.

დღის ამბები