2018-02-01

რუსთავში, გოგონამ, რომელიც 145 კგ-ს იწონიდა, ბუნებრივად იმშობიარა.

როგორც „მშობელს“ მარიამ ბოკერიამ განუცხდა, დედა და შვილიც თავს კარგად გრძნობენ, პატარა 4,900კგ-ს იწონის.

„9 თვე გავატარე ჩემი პრინცესას მოლოდინში და დღეს უკვე გულში ვიხუტებ. ყოველთვის ფიქრობდნენ რატომღაც, რომ დიდი წონის გამო ვერ გავაჩენდი, მაგრამ მე ეს შევძელი და დღეს ყველაზე მებრძოლი ბავშვის გმირი დედიკო ვარ! ერთად ვიბრძოლეთ და გადავლახეთ ყველა დაბრკოლება. რაც კი შეგხვდა. 145 კილო ვიყავი, 36 კვირაზე კი ბავშვი 3,300კგ-ს იწონიდა,. მშობიარობამდე ორი დღით ადრე ეხომ 3.550კგ აჩვენა, ყველასგან გასაკვირად კი საბოლოოდ 4,900კგ დაიბადა. ბოლო ეხოს საფუძველზე, ბუნებრივად უნდა მემშობიარა, რადგან ბავშვი ძალიან დიდად არ აღიქმებოდა. გაგვიჭირდა, მაგრამ კლინიკა „რუსთავის“ პროფესიონალების ხელში მოვხვდი და მათ მოახერხეს ჩემი ნატალიკო უვნებელი ჩაებარებინათ. ექიმები შოკირებულნი იყვნენ - როგორ გარისკეო. მადლობა მათ. სხვებს კი მინდა ვუთხრა, რომ ბუნებრივ მშობიარობაზე წონის გამო ნუ დაიხევთ უკან. მიუხედავად ტკივილისა და უძლურებისა, იმაზე ვფიქრობდი, რომ შვილს უნდა ჩავხუტებოდი. 4 საათიანი ბრძოლის შემდეგ, მივხვდი რომ მისთვის კიდევ ბევრს გადავიტანდი. შვილის სიცოცხლისთვის ბრძოლა, ყველაზე მაგარი რამ ყოფილა. ამიტომ თუ ორგანიზმი იძლევა ამის საშუალებას, ჭარბი წონის გამო საკეისრო კვეთით ნუ გააჩენთ შვილს“, - განუცხადა „მშობელს“ მარიამ ბოკერიამ.

ფოტო ატვირთულია მშობლის ნებართვით

„მშობელი“ ულოცავს მას ახალი სიცოცხლის დაბადებას და ჯანმრთელობას ვუსურვებთ.

 

მარიამ სოხაძე

 

 

ძალადობა