
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დედა მიმართვას ავრცელებს და მშობლებს მოუწოდებს შვილებს მეტი ყურადღება მიაქციონ.
საქმე ეხება ინტერნეტთამაშს, ე.წ. „მომოს“, რომელიც, როგორც მშობელი წელს, 8 წლის გოგონას ემესიჯებოდა.
„ისეთი აღშფოთებული ვარ არ შემიძლია არ გაგიზიაროთ, თან მინდა გაგაფრთხილოთ მშობლები. არ მეგონა ოდესმე ეს პრობლემა მე და ჩემ შვილს თუ შეგვეხებოდა... მითუმეტესს რომ თავს ვთვლი ყურადღებიან დედად. საქმე ეხება ახალ თამაშს სახელად „მომოს“, რომელსაც რამდენჯერმე ჰქონია მიმოწერა ჩემ გოგოსთან, ჰქონდა რაღაც ფსიქოლოგიური ზეწოლა, ბავშვს ორი დღე რაღაც ხმები ესმოდა და ორი ღამე არ ეძინა, მადლობა ღმერთმს ჩემმა დამ დროულად შეამჩნია. არ ვარ მომხრე 8 წლის ბავშვს სოციალური ქსელები ჰქონდეს, მაგრამ რამოდენიმე თვით მომიწია დატოვება საქართველოში და მხოლოდ „ვოთსაფი“ გავუკეთე საკონტაქტოდ. მიაქციეთ ბავშვებს მეტი ყურადღება. ეხლა უკვე ინტერნეტი გავუთიშე მობილურში და სოციალური ქსელიც წავუშალე. ძალიან შეშინებული ვარ....“, - წერს მშობელი.
მისივე თქმით, სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს, რადგან თვლის რომ არცერთი მსგავსი შემთხვევა არ გამოუძიებიათ.
„ახლა საქართველოში არ ვარ და ამას ფიზიკურად ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვფიქრობ, მიმართვას აზრი არ აქვს, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა და აქამდე რა მოუძიებიათ, ამაზე რომ მოახდინონ რეაგირება“, - აღნიშნავს მშობელი.
აქვე ინტერნეტმომხმარებლები სხვა მსგავს შემთხვევევს იხსნებენ და აღნიშნავენ, რომ მსგავსი ფაქტები მათ გარშემოც ხდება.