2018-04-13

თბილისში, ბარნოვის 77-ში 22 წლის გოგოს ყელი გამოჭრეს, ის ადგილზე გარდაიცვალა. 

გარდაცვლილს 2 შვილი ჰყავს. როგორც ცნობილია, შემთხვევა ბავშვების თანდასწრებით მოხდა. 

თვითმხილველები ყვებიან, რომ დაინახეს მამაკაცი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა, თუმცა მისი სახე არ დაუნახავთ.

22 წლის გოგო ბარნოვის ქუჩაზე დის ბინაში იმყოფებოდა, რომელიც ნაქირვები იყო. 

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა მამინაცვალმა ჩაიდინა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოკლულის დედას და მის ყოფილ მეუღლეს სასამართლოში დავა ჰქონდათ, მამაკაცი ყოფილ ცოლთან შერიგებას ითხოვდა. მეზობლების ინფორმაციით, მამინაცვალი ყოფილი მეუღლე შვილის მოკვლით ადრეც დაემუქრა. 

 

წყარო

 

 

 

ძალადობა