2018-02-19

ალბათ თქვენც შეამჩნევდით,  როდესაც ახლობლებს აცნობებთ, რომ ორსულად ხართ, ისინი იწყებენ რჩევა-მითითებების მოცემას, მათ შორის ძუძუთი კვების შესახებაც.  ამ რჩევების გარკვეული ნაწილი, რა თქმა უნდა, დაგეხმარებათ, მაგრამ გარკვეული ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. ქვემოთ მოცემულია 25 მითი ძუძუთი კვების შესახებ.

  1. დედებმა უნდა მიიღონ ძალიან ბევრი სითხე, რათა მათ ბევრი რძის გამომუშავება შეძლონ

არასწორია. რძის მეტი და მეტი რაოდენობით  გამომუშავება დამოკიდებულია ძუძუთი კვების სიხშირეზე და არა დედის მიერ მიღებული სითხის რაოდენობაზე. რაც უფრო ხშირად იკვებება ბავშვი ძუძუთი, მით უფრო მეტი რძე გამომუშავდება.

რა თქმა უნდა, დედამ, წყურვილის მიხედვით, საკმარისი რაოდენობით სითხე უნდა მიიღოს. დღეში 2 ლიტრი სრულიად საკმარისია.

  1. საღამოობით არ წარმოიქმნება რძის საკმარისი რაოდენობა

არასწორია. საღამოობით ბავშვები ხშირად მოუსვენრად არიან, მაგრამ ეს არ არის გამოწვეული დედის რძის სიმცირით. ბავშვებს სურთ საღამოობით გაერთონ, ჩაეხუტონ მშობლებს, მოუსმინონ მათ მონაყოლს. თუმცა, ფაქტია ის, რომ დღის ბოლოს დედის რძეში ცხიმის შემცველობა ცოტათი იკლებს და ბავშვებსაც, შესაბამისად, ხშირად უჩნდებათ ძუძუთი კვების სურვილი. ეს ნორმალური პროცესია და არავითარი კავშირი აქვს დედის რძის მცირე რაოდენობით წარმოქმანსთან.

  1. ბავშის მუცელში არ შეიძლება ” ძველ რძეს ახალი რძე დაემატოს”, ანუ არ შეიძლება ძუძუთი ხშირი  კვება

არასწორია. არანაირი გამოკვლევა არსებობს იმაზე, რომ ბავშვები, რომლებიც ხშირად იკვებებიან ძუძუთი, უფრო მეტად აწუხებთ მუცლის ტკივილი. ძუძუზე ხშირი მისმა და კვება სრულიად ნორმალურია.

  1. დედის რძე ხანდახან არ არის ნოყიერი

არასწორია. დედის რძეს არასდოს აკლია ნოყიერება. დედის რძეს  ძირითადი შემადგენლობა, რომელიც დედამიწის ყველა კუთხეში ერთნაირია, შეთანხმებულია ზრდაში მყოფი ბავშვის მოთხოვნილებასთან.

  1. რძე წარმოქმნის რძეს

არასწორია. ადრე ფიქრობდნენ რომ მეძუძურ დედას ბევრი რძე უნდა ესვა, რათა მას ბევრი რძის წარმოქმნა შეეძლო. სასმელი რძე გვამდიდრებს კალციუმით და სხვა საჭირო ნივთიერებებით, მათი მარაგი ორგანიზმში სხვა საკვებითაც შეიძლება შეივსოს.

  1. ძუძუ ყოველი კვების დროს აუცილებლად ბოლომდე უნდა დაიცალოს

არასწორია. ძუძუ არასოდეს არის მთლიანად ცარიელი, ან ძალიან სავსე. სარძევე ჯირკვალი წარმოქმნის მხოლოდ მოთხოვნის მიხედვით საჭირო რაოდენობით დედის რძეს.

  1. სპორტული აქტივობა დედის რძეს მჟავე გემოს აძლევს

არასწორია. მეძუძურ დედებს, რა თმა უნდა, აქვთ უფლება მისდიონ სპორტს. სასურველია, ნაკლებად დატვირთვადი სპორტის სახეობა. გადაჭარბებულმა ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება გემო შეუცვალოს დედის რძეს.

  1. ძუძუთი კვება იწვევს თმის ცვენას

არასწორია. ორსულობის შემდეგ ბევრი ქალი უჩივის თმის ცვენას, მიუხედავად იმისა, მეძუძურია ის თუ არა. ნორმალური ორსულობის დროს თმა იზრდება მოცულობაში,  იცვლება მისი ზრდის ციკლი. თმის ძირი გამაგრებულია და იშვიათად ცვივა. ორსულობის შემდეგ ყველა ეს პროცესი განიცდის უკუსვლას, უბრუნდება ორსულობამდელ მდგომარეობას და ზედმეტი თმაც ცვივა.

  1. ბავშვს ხანგრძლივად მხოლოდ მაშინ სძინავს, როცა ის მაძღარია

არასწორია. მაძღარი ყოფნა პირდაპირ არ უკავშრდება ხანგრძლივად ძილს. ბავშვის ხანგრძლივად ძილზე პასუხისმგებელია თავის ტვინის სიმწიფის პროცესები და ეს პროცესი თითოეულ ბავშვში ინდივიდუალურიად მიმდინარეობს.

  1. როდესაც ქალი მეძუძურობის პერიოდში მეორედ ორსულდება, მან ორსულობაში უნდა შეწყვიტოს ძუძუთი კვება

არასწორია. ე.წ ტანდემური ძუძუთი კვება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ დასაშვებია სხვადასხვა ასაკის ორი ბავშვის  ძუძუთი კვება. თუმცა, ორსულობის დროს, შეიძლება შეიცვალოს დედის რძის გემო და უფროსმა შვილმა თავად შეწყვიტოს ძუძუთი კვება.

  1. გარკვეული დროით ძუძუთი კვების შემდეგ აუცილებელია გადაჩვევა

არასწორია. ძუძუთი კვება ერთ წელზე მეტ ხანს, არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი უნდა გადაეჩვიოს კვებას. ძუძუთი კვება, ეს არის დედასა და ბავშვის შინაგანი ურთიერთობა, მას კვების გარდა სხვა დადებითი მხარეებიც აქვს.

  1. ძუძუთი კვების შედეგია უფორმო, დაკიდებული მკერდი

არასწორია. სარძევე ჯირკვალში გვხვდება თხელი, ნაზი იოგები და არა კუნთები, რომლებიც სარძევე ჯირკვალს გენეტიკურად ჩამოყალიბებულ ფორმას აძლევენ. ეს ნაზი იოგები, ჯერ კიდევ ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ პირველ დღეებში იჭიმებიან, ეს იწვევს ძუძუს სიმკვრივის ცვლილებას. როდესაც ქალები იბრუნებენ ორსულობამდელ წონას, მათ ასევე უბრუნდებათ ძუძუს საწყისი ფორმაც.

  1. ძუძუთი კვება ძალიან ასუქებს ბავშვს

არასწორია.  მართალია, ძუძუთი ნაკვები ბავშვები, პირველ ხანებში წონაში უფრო იმატებენ ვიდრე ხელოვნური საკვებით ნაკვები ბავშვები, მაგრამ ეს განსხვავება ერთი წლის შემდეგ აღარ შეიმჩნევა.

  1. დედის რძე 6 თვის შემდეგ აღარ არის ნოყიერი

არასწორია. დედის რძის შემადგენლობა ყოველთვის შეთანხმებულია ზრდაში მყოფი ბავშვის მოთხოვნილებასთან. 6 თვის შემდეგ ბავშვი ინტერესს იჩენს იმაზე, თუ როგორ მიირთმევენ ოჯახის წევრები ერთად. ამ პერიოდისთვის,  შესაძლებელია ბავშვმა დაიწყოს მისთვის მოსაწონი, დამატებითი საკვების გასინჯვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ უნდა მოხდეს ძუძუთი კვების შეწყვეტა.

  1. მეძუძურმა დედამ არ უნდა მიიღოს შებერილობის გამომწვევი საკვები

არასწორია. ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ შებერილობის გამომწვევი ნივთიერებები არ გადადიან დედის რძეში. დადასტურებულია დედის რძეში მაგალითად ნიორის და სატაცურის სუნის არსებობა, მაგრამ შებერილობა და მუცლის ტკივილი, ძირითადად გამოწვეულია არა საკვები ნივთიერებებით, არამედ იმით, რომ ბავშვის ნაწლავი ჯერ მოუმწიფებელია.

  1. მეძუძურ დედებს არ შეუძლიათ მიირთვან ციტრუსები

ნაკლებად სწორია.  ადრე იკრძალებოდა მეძუძური დედის მიერ ციტრუსის მიღება. დღესდღეობით გვირჩევენ, რომ  მეძუძურმა დედამ უნდა მიიღოს დაბალანსებული რაოდენობით ციტრუსი და ნელ-ნელა დააკვირდეს ბავშვს, თუ როგორ ირგებს ის მას, მაგრამ ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ციტრუსებმა და ხილმა, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით ვიტამინ C-ს, შეიძლება გამოიწვიონ ბავშვებში უკანალის სიწითლე.

  1. ექვსი თვის შემდეგ ძუძუთი კვება იწვევს რკინადეფიციტურ ანემიას ბავშვებში

არასწორია. ბავშვები იბადებიან რკის მარაგით, რომელიც  6-9 თვე საკმარისია. ამ დროიდან ბავშვის ორგანიზმი უკვე მიჩვეულია რკინის შედარებით დაბალ რაოდენობას. დამატებითი  საკვების მიცემისას უნდა შეირჩეს რკინით მდიდარი საკვები.

  1. დახეთქილი ძუძუს თავები ნორმალურია

არასწორია. დახეთქილი ძუძუს თავები გამოწვეულია, ძირითადად, ძუძუზე არსწორი მისმით, შესაბამისად, ბავშვის არასწორი მოჭიდებით. ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ბებიაქალს ან სხვა მრჩეველს.

  1. პატარა ზომის  სარძევე ჯირკვალი გამოიმუშავებს ცოტა რძეს

არასწორია. სარძევე ჯირკვლის ზომა არაფერს ამბობს გამომუშავებული რძის რაოდენობაზე. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია სარძევე ჯირკვლის რძის წარმომქმნელი  ქსოვილის ზომა. პირიქით, ზოგჯერ დიდი მკერდი არც თუ ისე დიდი რაოდენობით რძეს წარმოქმნის.

  1. როდესაც ძუძუთი ნაკვები ბავშვი ტირის, მას ყოველთვის შია

არასწორია. ბავშვები ტირიან ბევრი მიზეზით. ზოგჯერ მათ უნდათ ხელში აყვანა, ჩახუტება.  ბავშვის ტირილი ყოველთვის არის მისი სურვილი რაღაცის მიმართ.

  1. ძუძუთი ნაკვები ბავშები ვერასოდეს ისწავლიან ჩვეულებრივ ჭამას

არასწორია. ძუძუთი ნაკვებ ბავშვებს პირველ წელიწადში უვითარდებათ ინტერესი საკვების მიმართ, რომელსაც მიირთმევენ მათი მშობლები. ეს ინტერესი ჩვეულებრივი განვითარების ნაწილია. ძუძუთი კვებასთან ერთად დასაშვებია საკვების მიღება, რომელიც ბავშვისთვის ადვილად მონელებადია. სხვათა შორის, ძუძუთი კვების შეწყვეტის ბუნებრივი ვადა სამიდან ოთხ წლამდეა.

  1. მეძუძური დედები არ ორსულდებიან

არასწორია. პირველი ოვულაციის დრო მშობიარობის შემდეგ მეძუძურ დედებში განსხვავებულია. ოვულაციიდან 14 დღის შემდეგ მოდის მენსტრუაცია, ამ დღეების განმავლობაში შეიძლება მეძუძური დედა დაორსულდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია მეძუძურობის პერიოდში ორსულობისგან თავის დაცვა. ამ თემაზე უნდა გაესაუბროთ თქვენს გინეკოლოგს.

  1. სარძევე ჯირკვლის ანთების დროს უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება

არასწორია. სარძევე ჯირკვლის ანთება არის რძის წარმომქმნელი ჯირკვლის ან სარძევე სადინრების ანთება. ხშირ შემთხვევაში აღინიშნება მხოლოდ ერთ ძუძუზე. ანთებით პროცესს შეიძლება წინ უსწრებდეს რძის შეგუბება. ძუძუთი კვების შეწყვეტა სარძევე ჯირკვლის ანთების დროს გაართულებს მის სიმპტომებს. ანტიბიოტიკის მიღების აუცილებლობაც კი არ არის ძუძუთი კვების შეწყვეტის მიზეზი. მნიშვნელოვანია სწორი ანტიბიოტიკის შერჩევა, რომლის მიღების დროსაც ძუძუთი კვება შესაძლებელია.

  1. ბავშვმა ერთი კვების განმავლობაში აუცილებლად უნდა მიირთვას ორივე ძუძუდან

არასწორია. ბავშვი ყოველთვის იცვლის არჩევანს  ხასიათის მიხედვით.  ბევრი ბავშვი, ერთი კვების განმავლობაში, ხან ორივე ძუძუდან იკვებება, ხან – მხოლოდ ერთიდან, ამას ეჩვევა სარძევე ჯირკვალიც.

  1. მეძუძურმა დედამ ორის მაგივრად უნდა იკვებოს

არასწორია. მეძუძურმა დედამ უნდა იკვებოს ჯანმრთელად და დაბალანსებულად. მეძუძურობის პერიოდში ორგანიზმის დამატებითი მოთხოვნილება შეადგენს 300- 500 კალორიას დღეში.

 

წყარო

რჩევები