2018-01-31

ცნობილი ექიმი, ევგენი კომაროვსკი დიფტერიის წინააღმდეგ ზრდასრულთა ვაქცინაციის საკითხს განმარტავს.

  1. ვაქცინა ზრდასრულებისთვის და ბავშვებისთვის განსხვავებულია. „ზრდასრულების“ ვაქცინაში დოზა(ნივთიერების ოდენობა, რამაც უნდა გამოიმუშავოს იმუნიტეტი) ნაკლებია - როგორც წესი ორჯერ ნაკლები და ამით ცრიან არა მხოლოდ უფროსებს, არამედ ბავშვებსაც „არც ისე ადრეულ ასაკში.“ ზოგიერთი ვაქცინა, მაგალითად АДС-М,( ადსორბირებული დიფთერია-ტეტანუსი, შეცვლილი) გამოიყენება 7 წელს ზემოთ ბავშვებში, 4 წელს ზემოთ კი მაგალითად „Бустрикс.“

 

  1. ასო „М“ ვაქცინის დასახელებაში АДС-М  მიანიშნებს იმაზე, რომ აქ გამოყენებულია შემცირებული დოზა. ასევე შესაძლებელია იყოს წარწერა „DT“ - ვაქცინა დიფტერიის და ტეტანუსის წინააღმდეგ,“Td“- პატარა ასო „d“ აღნიშნავს ორჯერ შემცირებულ დოზას.

 

  1. ვაქცინა ზრდაასრულებისთვის მხოლოდ დიფტერიის წინააღმდეგ პრაქტიკულად არ არსებობს. რეალურად გამოიყენება დიფტერია+ტეტანისი, ან დიფტერია+ტეტანუსი+ყივანახველა((DTP).

 

  1. როგორ უნდა აიცრან ზრდასრულები დიფტერიის წინააღმდეგ სწორად? - აი ასე: იწყება ბავშვობაში, სამი აცრა წლამდე, ერთი 1,5წლის ასაკში, 6 და 16 წლის ასაკში, შემდეგ კი ყოველ 10 წელიწადში ერთხელ.

 

  1. მეცნიერები აგრძელებენ კამათს იმაზე, საჭიროა თუა არა ყოველ ათ წელიწადში ერთხელ მხოლოდ დიფტერია+ტეტანუსის აცრა, თუ დიფტერია+ტეტანუსი+ყივანახველა?“ - კითხვები ვაქცინაციის მიზანშეწონილობაზე 10 წელიწადში ერთხელ არც ღირს საკამათოდ რადგან აუცილებელია!

 

  1. რჩევა: თუ თქვენ მოგეცემათ საშუალება, იყიდოთ ვაქცინა უფროსებისთვის ყივანახველას კომპონენტით, რეკომენდირებულია აუცილებლად აიცრათ, განსაკუთღებით მაშინ, თუ თქვენ უახლოეს მომავალში ბავშვების ყოლას აპირებთ. ყივანახველას ვაქცინა ბოლომდე გაწმენდილია, ე.წ. acellular-ისგან. 7 წლის შემდგომ რეკომენდირებულია მხოლოდ „ე.წ. acellular“ ვაქცინები. ასოების მნიშნელობაა : „DTР“-ვაქცინა დიფტერიის წინააღმდეგ, ტეტანუსი და ყივანახველა; „DTаР“ - ვაქცინა დიფტერიის, ტეტანუსის და ყივანახველას წინააღმდეგ (aceccular); „Tdap“- ვაქცინა ზრდასრულებისთვის დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას წინააღმდეგ (aceccular) შემცირებული დოზით ტეტანუსის და ყივანახველას კომპონენტებზე, საუკეთესო ვარიანტია 7 წელს ზემოთ მომხმარებელთათვის.(იქიდან გამომდინარე, თუ რა არის ბაზარზე, ასოები გამოიყურება ასე : „Boostrix“ და „Adacel“)

 

  1. „რა გავაკეთოთ, თუ ბავშვობაში სწორად ვართ აცრილი, მაგრამ გამოვტოვეთ აუცილებელი აცრები ( 26, 36, 46 და ა.შ)?“ -  აიცრათ მხოლოდ ერთ დოზით , არ აქვს მნიშვნელობა 36 წლის ხართ თუ 56.

 

  1. რა გავაკეთოთ, თუ არასწორად ვართ აცრილი ბავშვობაში ან არ ავცრილვართ, ან არ ვიცით ამის შესახებ?“ - აიცერით სამჯერ: ჯერ პირველი დოზა, ერთ თვეში მეორე დოზა, 6 თვეში კი მესამე.

 

  1. დამატებით აცრა ყივანახველა+დიფტერია+ტეტანუსი აუცილებელია ორსულთათვის და შეიძლება თუ არა ეს ამ პერიორში? - დიახ! ზუსტად ორსულებს სჭრდებათ იმუნიზაცია პირველ რიგში. კომბინირებული ვაქცინა (დიფტერია+ტეტანუსი+ყივანახველაTdap) ტარდება ერთჯერადად ყოველი ორსულობის დროს მეორე ან მესამე ტრიმესტრში. (ოპტიმალური ვადაა 26-27 კვირამდე) ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს ჩატარება მაქსიმუმ ორი კვირით ადრე მშობიარობის სავარაუდო თარიღამდე.

 

 

მოამზადა ლუდმილა არდაშელიამ

წყარო

რჩევები

Loading...