2018-12-20

ყველა დედამ, ასე თუ ისე იცის, ბავშვს სწორად როგორ უნდა მიუდგეს, რომ ბავშვს ბევრი სიყვარული და მოთმინება სჭირდება.

რეალურად, ამ ყველაფრის განხორციელება პრაქტიკაში ძალიან რთულია, რადგან მშობლებს  შვილების გარდა, სხვა უამრავი საქმე აქვთ, შედეგად კი მოთმინების მარაგი მალე იწურება.

დედის მოთმინება, დღის განმავლობაში შეიძლება სმარტფონის ელემენტს შევადაროთ.

როცა იღვიძებთ, თქვენი მაჩვენებელი 100%-ზეა,  დილის ათ საათზე უკვე 80 %, შუადღის 3 საათის შემდეგ კი 50%-ზე ნაკლები.

ბავშვების ბაღიდან, სკოლიდან მოყვანა, შემდეგ სადილის მომზადება და პარალელურად უფროსი შვილის დახმარება სკოლის დავალებებში, სახლის დალაგება, ბავშვების გაუთავებელი კინკლაობა, ყველაფერი ერთდეოულად მოქმედებს.

შეიძლება ბევრჯერ აუწიოთ ხმას, ან უარესი - ყვირილზე გადახვიდეთ.

ქვემოთ ჩამოთვლილი 5 რჩევა, დაგეხმარებათ ნაბიჯ-ნაბიჯ ასწავლოთ ბავშვს ემოციების კონტროლი და ასევე თქვენც ისწავლოთ.

  1. ღრმად ამოსუნთქვა და ათამდე დათვლა

კითხეთ ბავშვს, რას გრძნობს გაბრაზებისას, როგორ გამოხატავს ამას მისი სხეული, მთლიანად სხეული დაძაბულია, კბილები ერთმანეთზე მაგრად აქვს დაჭერილი, დაეხმარეთ ამის გაცნობიერებაში და შესთავაზეთ ღრმად ჩაისუნთქოს და ათამდე დაითვალეთ.

ბავშვი თვითონვე იგრძნობს,  რომ ამ დროის განმავლობაში დაძაბულობა მოეხსნება, თუ მეთოდი  ბოლომდე ვერ დაგეხმარათ, კიდევ ერთხელ გაიმეორეთ.

  1. დამშვიდება წყნარ ადგილას

ხანდახან ბავშვებს დასამშვიდებლად და "ბოლის გამოსაშვებად" წყნარი ადგილი სჭირდებათ. ასეთი ადგილას უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის არასახიფათო ნივთები და მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ყველასგან იზოლირებული არ დარჩეს.

  1. ვინმეს წყენინება, ან სხვისი ნივთების დაზიანება არ არის ნორმალური

აუხსენით ბავშვს,  რომ არსებობს საზღვრები. უთხარით რომ არასწორია ვინმეს აწყენინოს ან დაარტყას, როცა გაბრაზებულია. თუ პატარას აგრესიის გამოვლინებები აწუხებს,   "შემოტევამდე" ხელები ჯიბეებში ჩააწყობინეთ. შეგიძლიათ გააკეთოთ  ცხრილი სტიკერებით, სადაც აღნიშნავთ დღეებს, როცა ბავშვმა თავისი ემოციები გააკონტროლ ან არავის არ აწყენინა, კვირის ბოლოს კი სიურპრიზი მოუწყეთ.

 4."მე მესმის რასაც გრძნობ"

ასწავლეთ ბავშვებს, რომ ბრაზი და წყენა ნორმალური მოვლენაა.

პირველ რიგში, ასწავლეთ ბავშვს  როგორ გადმოსცეს გრძნობები სიტყვებით:

„მე ვიცი, შენ გაბრაზებული ხარ, რადგან სხვამ შენი სათამაშო აიღო“.

„შენ ალბათ ცოტა განაწყენებული ხარ, რადგან თამაშის დროს შენი მეგობრების წინ დაეცი“.

„ალბათ გაბრაზდი, რადგან შენი სენდვიჩი იატაკზე დაგივარდა, თუმცა ტირილის, ან ყვირილის ნაცვლად შეგვიძლია სხვა სენდვიჩი მოვამზადოთ“.

ასწავლეთ ბავშვს, რომ თქვას: „მე ვგრძნობ, მე განვიცდი, შეგიძლია დამეხმარო?“

დაეხმარეთ ბავშვებს თვითკონტროლში, როცა ისინი განაწყენებული, იმედგაცრუებული, გაბრაზებული არიან, ან ეჭვიანობენ.

  1. დახმარების თხოვნა

ბავშვებს ხშირად არ შეუძლიათ პრობლემის თავად გადაჭრა. ყოველთვის მიეცით საშუალება მოვიდნენ და დახმარება გთხოვონ. მათ უნდა იცოდნენ, რომ რთულ სიტუაციაში თქვენი იმედი უნდა ქონდეთ. მშობლის და შვილის კავშირი ძლიერი უნდა იყოს, ყოველთვის მოეფერეთ იმედგაცრუებისას, დახმარება გაუწიეთ და აგრძნობინეთ, რომ თქვენთან მშვიდად და უსაფრთხოდ იქნება.

 

მოამზადა მარიამ სოხაძემ

რჩევები