2018-12-19

გამოუცდელი, ახალბედა დედები, მშობიარობის სავარაუდო თარიღის მოახლოვებისთანავე, ნერვიულობას იწყებენ.

გამოცდილი დედები ხუმრობენ: “ნუ ღელავ, მშობიარობის ტკივილებს აუცილბლად გაიგებ, არ გამოგრჩება!“, თუმცა ახალბედა დედა მაინც ღელავს.

რა მოელის მას, როცა პატარა დაბადებას მოისურვებს?

პირველი ეტაპი: ტკივილის შეტევები

ეს მშობიარობის პროცესის ყველაზე გრძელი ეტაპია. ჩვეულებრივ, პირველი ბავშვის დაბადებამდე, ტკივილები 7-12 საათს გრძელდება.

მშობიარობის პროცესის დასაწყისში ქალების უმეტესობა მუცლის ქვედა ნაწილში უსიამოვნო შეგრძნებას უჩივის, რომელიც თანდათან საშვილოსნოს შეკუმშვაში გადაიზრდება.

მოვლით ტკივილის სიმძლავრე და პერიოდულობა თანდათან იმატებს.

თავიდან, ტკივილი 10-15 წუთს ინტერვალით მეორდება და 15-30 წამის განმავლობაში გრძელდება, ხოლო მშობიარობის წინ კი  60-90 წამს, 1-3 წუთის ინტერვალით.

მშობიარობის დაწყების მთავარი ნიშანი, მოსამზადებელი ტკივილებისგან განსხვავებით, შეკუმშვების გაძლიერების შეგრძნებაა.

როცა ორგანიზმი მშობიარობისთვის ემზადება, საშვილოსნოს ყელი რბილდება, ტკივილების დროს კი საჭირო ზომამდე იხსნება, რომ ბავშვს გამოღწევა გაუადვილდეს. ამ პროცესს კი ოქსიტოცინი და პროსტაგლანდინები ეხმარება(ნივთიერებები, რომელსაც ორგანიზმი გამოყოფს).

მშობიარობის დროს ბავშვი გარკვეულ დისკომფორტს განიცდის.  ის  დედის განწყობაზე იგივენაირად ახდენს რეაგირებას: როცა დედა პანიკაშია, ბავშვი სტრესის ჰორმონების საჭირო დოზას იღებს, ხოლო როცა დედა მშვიდადაა, ბავშვს მშობიარობა შედარებით იოლად გადააქვს.

იდეალური მშობიარობა სრულ სიმშვიდეში მიმდინარეობს.

იმისათვის, რომ ოქსიტოცინმა თავისი საქმე გააკეთს, ქალისთვის სიმშვიდეა აუცილებელი.

ზუსტად ამიტომ,  მიღებულია, რომ ბლოკში არ უნდა იყოს მკვეთრი სინათლე, ხმაური,  მშობიარე ყველაფერს უნდა მოერიდოს, რასაც სტრესის გამოწვევა შეუძლია.

ჩვეულებრივ, მშობიარობის პროცესის დასაწყისში ქალს სურვილი უჩნდება, რომ დაწვეს და დაიძინოს. ეს ნორმალურია.

შემდეგ, მშობიარეს შეიძლება მოძრაობა ან მოულოდნელ პოზაში დგომა(ჯდომა) მოუნდეს, ზოგს ოთხზე დგომა უმსუბუქებს მდგომარეობას, ზოგს სკამის საზურგეზე დაყრდნობა, ზოგი  იმ ადამიანს ეყრდნობა, რომელიც მშობიარობას უნდა დაესწროს.

მეანები თვლიან, რომ მშობიარე თავისი სხეულის ენას უნდა მიჰყვეს, რომ შედარებით კომფორტულად იგრძნოს თავი.

ყველაზე მეტად, ამ რთული პერიოდის გადატანაში ქალს კარგი მეანი ეხმარება, რომელიც მის გვერდით იქნება, დაამშვიდებს და გაამხნევებს.

იმისთვის, რომ ტკივილი შეგიმსუბუქდეთ, სხვადასხვა ხერხები არსებობს, მაგ.: წერტილოვანი მასაჟი, არომათერაპია. ყველაზე იდეალური საშუალება თბილი აბაზანაა.

თბილ აბაზანაში ყოფნისას, კუნთები დუნდება, შესაბამისად ტკივილიც იკლებს.

მეორე ეტაპი - ტკივილები იმატებს, ინტერვალი მცირდება

ყოველი შეტევის დროს, ქალი თავს ისე გრძნბობს, თითქოს ამ სამყაროსგან მოწყვეტილია. რაც უფრო ახლოვდება ბავშვის დაბადების მომენტი, ეს გრძნობა უფრო ძლიერდება.

ძლიერი შეტევების ხალგრძლივობა ინდივიდუალურია.

ამ დრომდე თქვენ იწექით, დადიოდით, იდექით და ა.შ,  ამ დროს კი  ფეხების ქნევა და რამეზე, ან ვინმეზე მაგრად ჩაჭიდება გჭირდებათ.

ამ ეტაპზე ჩნდება შეგრძნება, რომ თითქოს საპირფარეშოში გინდათ გასვლა.

საშვილოსნოს ყელი იხსნება და ბავშვი სამშობიარო არხებში წამოსვლას იწყებს.

ამ დროს, დედის მენჯის ძვლების და ბავშვის თავის ფორმა იცვლება.

პატარასთვის ეს ყველაფერი არც ისე იოლია, ამ დროს თავის ფორმა იცვლება, რომ ბავშვმა გარეთ გამოღწევა მოახერხოს.

მოუსმინეთ საკუთარ სხეულს.

ტკივილის ყოველ  შემოტევაზე, ეცადეთ სხეულის მდგომარეობა შეცვალოთ, რომ ტკივილი შემსუბუქდეს.

ამ პერიოდში, დამხმარე ადამიანი მშობიარეს არამარტო მორალურ, არამედ ფიზიკურ დახმარებასაც უწევს.

მაშების დახმარებით მშობიარობა, მხოლოდ იმ შემთხვევაშია მისაღები, როცა მშობიარობის დაჩქარებაა საჭირო,  ან დედას და ბავშვს უჭირთ.

მესამე ეტაპი - დაბადება

თქვენი პატარა ამ ქვეყანას მოევლინა. ეს ყველაზე ბედნიერი წუთებია თქვენს ცხოვრებაში.

დაბადების პროცესს თქვენ ვერ გააკონტროლებთ, საშვილოსნო თავისთავად იკუმშება და როგორც კი მზად იქნებით, ეს რეფლექსი აუცილებლად შეგაძლებინებთ, რომ იმშობიაროთ.

ამ დროს ადრენალინი დიდი დოზით გამოიყოფა, რაც ორგანიზმს აიძულებს, რომ ბავშვი გარეთ გამოდევნოს.

თქვენი პატარა შიშსა და დისკომფორტს განიცდის, ელოდება, რომ ახალი სამყარო მას სითბოთი და სიყვარულით მიიღებს.

მშობიარობის პროცსში ყველაფერი თავისთავად ხდება, მთავარია უდროო დროს არ გაიჭნთოთ და ბავშვის გამოსვლა არ დააჩქაროთ, აუცილებლად დაუჯერეთ მეანს, რომ შემდგომი პრობლემები თავიდან აირიდოთ.

დაბადების შემდეგ,  თქვენს პატარას გულზე დაგაწვენენ. ამ ქმედების შედეგად  დედა-შვილს შორის უდიდესი კავშირი მყარდება.

ბავშვის დაბადებიდან მალევე, მეანი პლაცენტის გამოძევებაში დაგეხმარებათ.

პალატაში გადაყვანის შემდეგ ბავშვს მოგიყვანენ და ძუძუთი კვების სწავლაშიც დაგეხმარებიან.

ზემოთ აღწერილი სიტუაცია, ფიზიოლოგიური მშობიარობის საერთო აღწერაა.

ყოველი თქვენგანის შემთხვევაში, შესაძლოა სიტუაცია ოდნავ სხვანაირად წარიმართოს.

მოუსმინეთ საკუთარ სხეულს, ეს დაგეხმარებათ, რომ მშობიარობამ იდეალურად ჩაიაროს.   

 

„მშობელი“ გისურვებთ ჯანმრთელობას!

მოამზადა მარიამ სოხაძემ                                                                                                                                                                                                                                                           

 

რჩევები