პედიატრი ინგა მამუჩიშვილი საზოგადოებას მიმართავს, ატმოსფერული ჰაერის დაბინძრების პრობლემებს ყველა ჩვენივე ძალებით ვებრძოლოთ.
როგორც „მშობელს“ პედიატრმა განუცხადა, ამ მხრივ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა.
„მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან(დიდი სისწრაფით) უარესდება და ნეგატიურ ტენდრნციას ღებულობს. შემცირდა შობადობა, მოიმატა ინვალიდ ბავშვთა რიცხვმა, ჯანმრთელ ბაშვთა წილი თანდათან კლებულობს, იმატა ქრონიკულმა და იშვიათმა დაავადებებმა. ამის ერთ-ერთ მიზეზს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა წარმოადგნს, რაც დღევანდელობის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემაა. ატმოსფეროს უარყოფითი ცვლილების ძირითადი მიზეზი, ბოლო 150 წლის განმავლობაში ადამიანის სამეურნეო საქმიანობაა... ყოველდღიურად იზრდება ატმოსფეროში მძიმე მეტალების რაოდენობა. მხოლოდ ავტომანქანების გამონაბოლქვი 200-მდე კომპონენტს შეიცავს, რომელთაგან განსაკუთრებული ტოქსიურობით გმოირჩევა ნახშირბადის ოქსიდი, აზოტის ოქსიდი ზოგიერთი ნახშირწყალბადი და ტყვია. ამ მავნე ნივთიერებათა უმნიშვნელო რაოდენობაც კი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ტყვიასთან ერთად პირველი კლასის საშიშ მეტალებს წარმოადგენს კადმიუმი, ნიკელი და ვერცხლისწყალი. მძიმე მეტალების დაგროვება ორგანიზმში თანდთანობით იწვევს სხვადასხვა მძიმე დაავადებების განვითარებას. გლობლური ეკოლოგიური ტენდენციები აშკარად შემაშფოთებელია, ამაში დღეს არცერთ საღადმოაზროვნე ადამიანს ეჭვი არ ეპარება...“
პედიატრი მიიჩნევს, რომ ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე ფიქრი ნომერ პირველი საზრუნავი უნდა იყოს მათთვის, ვისაც ეს ხელეწიფება, სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო, თორემ ძალიან უარყოფით შედეგებს მივიღებთ.
„ხშირად მიწევს კითხვაზე პასუხი რა ვქნათ, როგორ ავარიდოთ ბავშვები ამ გამონაბოლქვს და მძიმე მეტალებს. კითხვა ძალიან დამაფიქრებელია, რადგან ეს ჩვენი ყოველდღიურობაა... მიჭირს ამ თემაზე საუბარი, რადგან ამდენ ადამიანს უჭირს ირგვლივ, ბავშვების გამოკვებას ძლივს ახერხებენ, გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან ბავშვების დაცვა კი მაინც ფინანსებს უკავშირდება.
რჩევა: საჭიროა ხშირად გამოვუცვალოთ ჰაერი, შევუძინოთ ძვირადღირებული, ეკოლოგიურად სუფთა საკვები და სათამაშოები, ასევე ჭურჭელი (მომინანქრებული ჭურჭელი დიდი რაოდენობით ტყვიას შეიცავს), მოვარიდოთ ფასთფუდებს, ვაჭამოთ ბევრი ხილი და ბოსტნეული (ქართული, ეკოლოგიურად შედარებით სუფთა, რომელიც აგრეთვე ძნელი შესარჩევია) ასეირნოთ თბილისში რეკრიაციულ ზონებში (რომლებიც თითქმის არ გვაქვს), ნუ გამოვიყვანთ სასირნოდ ადგილებს გზებთან ახლოს, განსაკუთრებით პიკის საათებში, დავტვირთოთ სპორტით, გავუკაჟოთ იმუნიტეტი, როდესაც სახლის მშენებლობას და რემონტს შევუდგებით შევარჩიოთ ეკოლოგიურად სუფთა მასალა, ნუ მოწევთ სიგარეტს ბავშვების თანდასწრებით და თუ საერთოდ დაანებებთ მოწევას თავს, კიდევ უფრო უკეთესი. დადგენილია, რომ სიგარეტი საშუალოდ 13 მკგ ტყვიას შეიცავს, აქედან 1,5 მკგ თამბაქოს კვამლში ხვდება, რომლის 1/3 სისხლში გადადის. თამბაქის ნათესებს ამუშავებენ ტყვიის და არსენიტის შემცველი პესტიციდებით, თამბაო თითქმის 100%-ით ითვისებს ორივეს. აუცილებელია ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვა, ხელ-პირის ხშირი დაბანა, შეეადეთ ხელები პირში არ ჩაიდოს ბავშვმა, თუ მშენებლობაზე მუშაობთ ან რაიმე მავნე ნივთიერებებთან გაქვთ საქმე, ქუჩიდან შემოსულები პირდაპრ არ მიხვიდეთ ბავშვთან მოსაფერებლად. ამ საკითხის გადაწყვეტაში ხელისუფლების მონდომება და აქტიური ჩართულობაა საჭირო, თორემ თანდათან სავალალო შედეგებამდე მივდივართ! თუმცა სანამ ხელისუფლება ამაზე ზრუნვას დაიწყებს, მინდა მოგმართოთ თხოვნით ყველას, სადაც შეგვიძლია, როგორც შეგვიძლია, მივხედოდ ამ საქმეს, ნუ შევწირავთ ბიზნესინტერესებს ადამიანთა სიცოცხლეს!“.