2018-12-13

როგორც კი ორსულობის 40 კვირა ჩაივლის, ბევრი დედა იწყებს ფიქრს, რომ ვადას გადაცდა და შეიძლება პატარას საფრთხე შეექმნას. იქიდან გამომდინარე, რომ  ბოლო 2 კვირა დროში ისედაც იწელება, შეიძლება ზოგი დედა პანიკაშიც კი ჩავარდეს იმის გამო, რომ დადგენილ ვადაზე მშობიარობა არ დაიწყო.

დაგვიანებული მშობიარობა 42 სამეანო კვირის შემდეგ იწყება. თუ თვენ 40 კვირას ასცდით,  წინასამშობიარო ნიშნები კი არ ჩანს, სანერვიულოც არაფერია.

ამ შემთხვევაში დიდ როლს ანალიზების პასუხები თამაშობს. მთავარია ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყოს.

პლაცენტის ცოტაოდენი დაბერებაც კი, არ არის მშობიარობის ხელოვნურად დაჩქარების მიზეზი, თუ ბავშვი ჯანმრთელია და ნორმალურ მდგომარეობაშია.

ზუსტად დანიშნულ ვადაზე, ქალების 4% მშობიარობს, დანარჩენები კი 2 კვირით ადრე, ან გვიან.

ექიმების უმრავლესობა იმ აზრზე თანხმდება, რომ  40 კვირამდე მშობიარობის ინიციატორი მხოლოდ ბავშვი უნდა იყოს. ის თავად გადაწყვეტს, როდის დაიბადოს. ხანდახან ისეც ხდება, რომ მშობიარობის ვადა არაზუსტად არის განსაზღვრული, 1-2 კვირის სხვაობით. თუ ყველაფერი ნორმაშია, მაშინ ლოდინი დიდხანს არ მოგიწევთ.

40-42 კვირის შუალედში, პლაცენტაზე ხანდახან პატარა კვანძები ყალიბდება, რის შედეგადაც ახალშობილს ჟანგბადის მიწოდება უფერხდება. თუ ეხოსკოპიაზე ისეთი რამ გამოჩნდება, რაც ბავშვს საფრთხეს უქმნის, ექიმი აუცილებლად დაგტოვებთ სამშობიარო სახლში  და მშობიარობის სიმულაციას მოახდენს.

ჩვეულებრივ, მშობიარობის ადრე დასაწყებად საშვილოსნოს ყელის დამარბილებელ საშუალებებს იყენებენ, უკიდურეს შემთხვევაში კი ოქსიტოცინს და პროსტაგლანდინებს, რის შემდეგაც მშობიარობა ნორმალურად წარიმართება.

თუ ტკივილები უკვე არსებობს, მაგრამ მშობიარობის პროცესი არ დაწყებულა, ბებიაქალს შეუძლია წყლები ხელოვნურად დაგაღვრევინოთ. ამ ქმედების შემდეგ მშობიარობა მალე იწყება, რადგან ბავშვვის თავი უფრო დაბლა ჩამოდის, საშვილოსნოს ყელს აწვება და მის გახსნას ხელს უწყობს.

 

მოამზადა მარიამ სოხაძემ

წყარო

რჩევები