
ცოტა რამ ბავშვის კუჭის შესახებ
ბავშვის კუჭი, მდგომარეობას ბავშვის ზრდასთან ერთად იცვლის. დაბადების წუთიდან, დაახლოებით 1,6-2 წლამდე, კუჭი ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია, 2 წლიდან, კი მობრუნებას იწყებს და ვერტიკალურ მდგომარეობაში დგება. როცა ეს პროცესი დასრულდება, ბავშვის კუჭი უკვე ისეთ მდგომარეობაშია, როგორც ზრდასრულ ადამიანს აქვს. ამ დროს უკვე ბავშვს მუცელი დიდი ზომის აღარაა და ჩვეულებრივ მდგომარეობას უბრუნდება.
ღვიძლის შესახებ
ბავშვის ღვიძლი სხვა ორგანოებთან შედარებით დიდი ზომისაა, ამიტომ მას მუცლის ღრუში შედარებით დიდი ადგილი სჭირდება. ამის გამო, თქვენი ბავშვის მუცელი შეიძლება გაბერილი იყოს იმ დრომდე, სანამ ის არ მიაღწევს საჭირო პარამეტრებს, რომელიც ღვიძლის ზომას კარგად მოერგება. გარდა ამისა, გაბერილის ეფექტს ფილტვებიც იწვევს. როცა ბავშვი ჩაისუნთქავს, ფილტვები ჟანგბადით ივსება, დიაფრაგმა დაბლა იწევს და მუცელი იბერება. ეს აბსოლუტურად ნორმალურია.
ზურგის შესახებ
თქვენ ალბათ შეამჩნიეთ, რომ დგომისას ბავშვის ზურგი არ არის სწორ პოზიციაში, ისე როგორც მოზრდილ ბავშვებს, ან ზრდასრულებს აქვთ. ეს იმით აიხსნება, რომ ბავშვის კუნთები და მისი კარკასი უბრალოდ მზად არიან ზურგის სწორ პოზიციაში დასაჭერად.
ზუსტად ამიტომ, ბავშვის მუცელი ზომით უფრო დიდი ჩანს, ვიდრე ზრდასრულის.
დროთა განმავლობაში, ზურგი ჩადგება „ზრდასრულის ფორმაში“, რაც თავის მხრივ დაეხმარება მუცელს, რომ დაპატარავდეს.
ყურადღება მიაქციეთ ბავშვის სხეულის პარამეტრებს. ინფორმაცია არ ემსახურება ახალგაზრდა დედების შეშინებას, თუმცა საჭიროა ყურადღება არ მოადუნოთ, რათა შესაძლო გართულებები თავიდან აიცილოთ.
სამ წლამდე ბავშვისთვის, გამოწეული, გაბერილი მუცელი ნორმაა, მაგრამ თუ შეამჩნიეთ, რომ ასაკის მატების მიუხედავად მუცელი უფრო გაიზარდა, ან მომრგვალდა, დააკვირდით სიტუაცია როგორ განვითარდება.
ხშირ შემთხვევაში, ბავშვი უბრალოდ განვითარების ახალი ეტაპზისთვის ემზადება და რამოდენიმე კვირაში მუცელიც დაპატარავდება.
კიდევ ერთ მიზეზად შეიძლება შებერილობა დასახელდეს.
დააკვირდით, მუცელში დისკომფორტს ხომ არ განიცდის. შებერილობა შეიძლება შეკრულობამ, ან რაიმე საკვებმა გამოიწვიოს.
ბავშვებს, რომლებსაც ლაქტოზის აუტანლობა აქვთ, სპაზმი და დიარეაც აწუხებთ.
საბოლოოდ, უნდა შეეგუოთ, რომ დიდი ზომის მუცელი 3 წლის ასაკამდე ნორმად ითვლება და არანაირ სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებს. თუ მაინც გგონიათ, რომ რაღაც რიგზე არაა, დაუჯერეთ თქვენს დედობრივ ინსტინქტს და პედიატრს მიმართეთ.
ისიამოვნეთ დროის ამ მონაკვეთით, რადგან ის ისე უცებ ჩაივლის, როგორც ბავშვის გაბერილი მუცელი.
მოამზადა ლუდმილა არდაშელიამ