რომელ ფაფას მოაქვს ბავშვისთვის ყველაზე მეტი სარგებელი? - ალბათ ეს კითხვა მშობლების უმეტესობას აწუხებს.
„მშობელი“ გაგაცნობთ ცნობილი პედიატრის, ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციებს.
დასაწყისისთვის, ფაფა არის მარცვლეული, რომელიც რძეზე ან წყალზე მზადდება. იმის მიხედვით, თუ რაში ხარშავთ ფაფას, შეიძლება დავადგინოთ სასარგებლოა თუ არა ის ბავშვისთვის.
მაგალითისთვის ავიღოთ წიწიბურა, რომელსაც ხარშავთ რძეში. წიწიბურა რკინის წყაროა, რძე კი კალციუმის, რომელიც ამ უკანასკნელს უსარგებლოს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ რკინის მიღება სხვა სახის საკვებიდან ან პრეპარატისგან შეიძლება, მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ რძე, ან წყალი ფაფის სარგებლიანობაზე სხვადასხვა გავლენას ახდენს.
მსოფლიოს ნუტრიციოლოგები დიდხანს კამათბდნენ სხვადასხვა მარცვლეულის სარგებელზე და „ლიდერთა შვიდეული“ შეადგინეს.
ბევრ ქვეყანაში ამ მარცვლეულის არსებობის შესახებ არაა ცნობილი. სამაგიეროდ, ჩვენ მრავალი საუკუნეა ამ სასარგებლო მარცვლეულს მივირთმევთ. პარადოქსი კი ისაა, რომ ინდოეთში, რომელიც წიწიბურას სამშობლოა და მას „შავ ბრინჯად“ მოიხსენიებენ, საკვების მოსამზადებლად თითქმის არ გამოიყენება.
რითაა წიეიბურა ასეთი გამორჩეული? - ის რკინას, ბოჭკოს და ბევრ ცილას შეიცავს.
დედებს სურთ, რომ ბავშვებისთვის ყველაზე სასარგებლო, ანუ შედარებით ძვირი საკვები შეიძინონ. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ძალიან სასარგებლო პროდუქტი ასე იაფად იყიდება.
ახლა კი რიგით მეორე მარცვლეულზე, შვრიაზეც ვისაუბროთ.
შვრიის სარგებელი ან ზიანი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სახითაა დამუშავებული.
სწაფი მომზადების შვრიას, რომელსაც მდუღარე წყალს ასხამთ და მზადაა, არანაირი სარგებელი არ მოაქვს. პირიქით, საზიანოც კია ორგანიზმისთვის.
ყველაზე სასარგებლოა მარცვლეული, რომელსაც ხარშვა სჭირდება.
მესამე ადგილს იკავებს ქერის ბურღული.
ალბათ ცოტას თუ გაუგია, რომ ქერის ბურღული მზადდება ქერის მარცვლებისგან და არა ხორბლის ან შვრიის. ქერი ერთ-ერთი უძველესი მარცვლოვანი კულტურაა მსოფლიოში.
ქერი შეიცავს ბევრ რკინას, ცილას და ბოჭკოს. რა არის ბოჭკოები? - ესაა პროდუქტის ის ნაწილი, რომელიც შესანიშნავად წმენდს ნაწლავებს და ახალი საკვების მისაღებად ამზადებს. მისი სარგებელი მომზადების ტექნიკაზეა დამოკიდებული. სასურველია ქერი მთელი ღამით ჩავალბოთ წყალში და შემდეგ მოვამზადოთ.
მეოთხე ადგილზეა ფეტვი. ძველ დროს დედები ხშირად ამზადებდნენ ფეტვის ფაფას, თუმცა დღეს მისი არსებობა ბევრს დაავიწყდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია.
მეხუთე ადგილზეა სიმინდის ფაფა.
მეექვსე ადგლზეა ბრინჯი. ჩვენი ბრინჯისადმი დამოკიდებულება ისეთი უნდა იყოს, როგორც შვრიასთან მიმართებაში.
თეთრ ბრინჯს, რომელსაც მაღაზიებში ვყიდულობთ, სარგებელთან საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს.
სამაგიეროდ, ყავისფერი ბრინჯი მიკროელემენტების, ბოჭკოს, ცილის საბადოა.
მეშვიდე ადგილზე უნიკალური მარცცვლეულია სელის თესლი.
ამ მარცვლეულს ფაფის სახით თითქმის არავინ არ ამზადებს. სელი შეიცავს ომეგა-3-ს, რომელიც მხოლოდ თევზის სახით შეგვიძლია მივიღოთ. ბევრ რეგიონში, კარგი თევზის მოძიება შეუძლებელია, სამაგიეროდ სელი იზრდება, ანუ პრობლემა გადაჭრილია.
შევეხოთ ბებიების საყვარელ მანანის ბურღულს.
მანანის ბურღული სასარგებლო მარცვლეულის სიაში საერთოდ არ გვხვდება.
ეს ფაფა კარგი გამოსავალია იმ ქვეყნებისთვის, სადაც შიმშილობამ დაისადგურა. ის დიდი ხნით რჩება კუჭში და შიმშილის გრძნობა დიდხანს არ ჩნდება, თუმცა კვებითი ღირებულებები საერთოდ არ გააჩნია, რადგანაც ფეტვი, რომლისგანაც ბურღული მზადდება, მაქსიმალურად გასუფთავებულია, შემდეგ კი ფქვავენ.
როცა ვსაუბრობთ ფაფების სარგებელზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფაფა უნდა იყოს ენერგიის წყარო. ამასთან ერთად, ის ამარაგებს ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებით, ცილით, რკინით, ბოჭკოთი.
როგორც წესი, მიკროელემენტები მოქცეულია მარცვლეულის გარსში, ამიტომ შეეცადეთ არ შეიძინოთ ძალიან სუფთა და სწრაფი მომზადების ფაფები, რადგან ისინი სარგებელს არ მოგიტანენ.
თუ ბებოს სიმშვიდისთვის აუცილებელია, რომ ბავშვს მანანის ფაფა მისცეთ, ნუ შეეწინააღმდეგებით. თვეში სამჯერ მიღებული ფაფა ბავშვს არაფერს დაუშავებს და ყველა ბედნიერი იქნება.
ნუ მოამზადებთ ფაფებს რძეზე, რადგან მის სასარგებლო თვისებებს დაკარგავს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ხორცის ჭამა უყვარს, მაშინ აქ საგანგაშო არაფერია, რკინის და ცილის საჭირო რაოდენობას ხორციდანაც მიიღებს, თუმცა თუ პირიქითაა, მაშინ სჯობს ფაფები წყალზე მოამზადოთ.
მოამზადა მარიამ სოხაძემ