2018-10-25

რას აძლევს ბავშვს და მშობელს, ადრეულ ასაკში უცხო ენის, ასოებისა და ციფრების სწავლება? - მშობელი იკმაყოფილებს საკუთარ ეგოს, ბავშვი კი ხდება გაღიზიანებული.

შვილის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია ვიცოდეთ ბავშვის ჩამოაყალიბებისთვის აუცილებელი კანონზომიერებები, რაც მშობელს ეხმარება ბავშვს შეუქმნას აღზრდისა და განვითარებისთვის მშვიდი გარემო.

ბავშვისგან ადეკატური რეაგირებები მოვითხოვოთ მაშინ, როცა ის ასაკობრივად და ემოციურად ამ მოთხოვნის შესრულებისთვის მზად არის.

რაც უფრო ადრე დაიწყებს ბავშვი განვითარებას, ზრდის პროცესში, მისი შესაძლებლობების ალბათობა მით მეტი იქნება, მაგრამ ეს ადრეულ ასაკში სწავლებას არ გულისხმობს.

მშობლები ხშირად ურევენ ადრეულ სწავლებასა და ადრეულ განვითარებას. ადრეული სწავლებაა, როდესაც მშობელი აიძულებს ბავშვს ისწავლოს იმ ასაკში, რომელ ასაკშიც ის მხოლოდ უნდა თამაშობდეს (3-დან 6 წლამდე), ადრეული განვითარება კი გულისხმობს, როდესაც ბავშვი 3-დან 6 წლამდე თამაშით ავიტარებს შემეცნებით და ქცევით უნარებს, ბავშვი არის მხიარული და მშვიდი.

როდესაც ბავშვს ვაიძულებთ სწავლას სკოლამდელ ასაკამდე, ის ხდება აგრესიული, რადგან მშობლის მოთხოვნები არ შეესაბამება ბავშვის შესაძლებლობებს და ნერვულ სისტემას.

ექვს წლამდე ასაკის ბავშვის ქმედება უნდა ემყარებოდეს პირობას - მას საკუთარი ნების ნიადაგზე უნდა ჰქონდეს თამაშის ხასიათი.

 

ფსიქოთერაპევტი ნათია ახობაძე

წყარო

რჩევები