ბოლო პერიოდში ბავშვებსა და მოზრდილებში ენტეროვირუსები მოხშირდა.
„მშობელი“ ავერსის კლინიკის პედიატრსა და ბავშვთა ნეონატოლოგ მეგი ხანჯალიაშვილი-ბერიაშვილს ესაუბრა.
„ენტეროვირუსის სეზონი უფრო გაზაფხულიდან იწყება, მაგრამ ყველა სეზონზე აქტუალურია, განსაკუთრებით ზაფხულში. მიზეზი შეიძლება იყოს გარემო, წყალი, ასევე დაბინძურებული სათამაშოები. რაც ყველაზე მთავარია, ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა. გართულების შემთხვევაში 10-14 დღე გრძელდება, მსუბუქ შემთხვევაში 5-8დღე. ძირითადად 3-4 წლამდე ასაკის ბავშვები ავადდებიან. თავიდან არიდების მიზნით, ხალხმრავალი ადგილებიდან დაბრუნებულს, აუცილებლად დაბანეთ ხელი“, - განუცხადა „მშობელს“ პედიატრმა.
თუ რა სიმპტომები ახასიათებს, პედიატრის თქმით, ვირუსის დროს ხშირია ღებინება დღეში 2-3-ჯერ, შესაძლოა მეტჯერაც. იწევს ტემპერატურა და ახლავს ფაღარათი 6-8-ჯერ დღეში.
„ამ დროს აუცილებელია რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება. ბორჯომის მიცემა არაა რეკომენდირებული. საუკეთესოა რეგიდრონი. სასურველია, თუ საერთოდ არ ვაჭმევთ 6-8 საათის განმავლობაში და მხოლოდ რეგიდრონს მიიღებს. რაც შეეხება დიეტას, თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, ელექტროლიტებით დატვირთული სითხე აუცილებელია, მაგალითად ჰუმანა ამდროს საუკეთესოა. არ დააძალოთ ჭამა. ბავშვი აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს დიეტაზე 1თვე მაინც, რადაგან ინკუბაცია 24 დღე გრძელდება. რეკომენდირებული საკვებია, ხაჭო, მოხარშული უცხიმო ხორცი, ჩაი პიტნის ან გვირილის ნაყენით და ა.შ.“
„მშობელი“ გისურვებთ ჯანმრთელობას.
მოამზადა მარიამ სოხაძემ