2018-09-17

მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება და ნეგატიურ ტენდენციებს ღებულობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაა, რაც დღევანდელობის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

უკანასკნელ პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა საკითხი ადამიანთა ორგანიზმში ტყვიის შემცველობის მატებასთან დაკავშირებით.

ტყვია, მძიმე მეტალია, რომლის ნებისმიერი ოდენობით შემცველობა სისხლში არის შხამი, ორგანიზმის არცერთ მეტაბოლურ პროცესში ტყვია არ მონაწილეობს.

2000 წელია უკვე ცნობილია მისი მავნე მოქმედების შესახებ, ამის მიუხედავად წელიწადში მილიონობით ტონა ტყვიის საბადოს გადამუშავება ხდება, მისი შემცველობა სწორედ ამიტომაც მატულობს გარემოში.

კლინიკური კვლევების ოქროს სტანდარტად ითვლება ტყვიის შემცველობის განსაზღვრა სისხლში, იდეალურ ვარიანტში ის ნულის ტოლი უნდა იყოს, მაგრამ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, დასაშვებია 10 მკგ%, თანამედროვე კვლევების მონაცემებით ეს მაჩვენებელი გადაიხედება და კიდევ უფრო შემცირდება.

აშშ-ს მოსახლეობაში, კვლევის ჩატარების შედეგად, 1976-1980 წლებში, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და საკვების ხარისხზე დაკვირვების ნაციონალური სამსახური(National Health and Nutrition Examination Survey) აწარმოებდა, გამოვლინდა, რომ ტყვიის შემცველობის ზღვრული დონე მომატებული იყო სკოლამდელი ასაკის ბავშვთა 85%, 15 წლის განმავლობაში ცდილობდნენ ტყვიის შემცველობის სამი ძირითადი წყაროს გავლენა შეემცირებინათ.

უარი თქვეს საწვავში (ბენზინში) ტეტრაეთილტყვიის დამატებაზე, მკვეთრად შეამცირეს ტყვიის შემცველი მეტალის ჭურჭლის გამოყენება, შემოიღეს ფედერალური კანონი, რომელის მიხედვითაც მკვეთრად უნდა შემცირებულიყო ტყვიის შემცველი საღებავების და საამშენებლო მასალის გამოყენება 0,07% მდე. ამან გამოიღო კოლოსალური შედეგი, სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ტყვიის შემცველიბა 10 მკგ%ზე დაბლა დაიწია, ამ საკვლევ ჯგუფში ბავშვთა მხოლოდ 10%-ს ქონდა 29მკგ%_ზე მეტი. თუმცა 500 000 ამერიკელ ბავშვს ტყვიის შემცველობა ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალი აქვს.

ეს ჯგუფი ძირითადად შედგება ახლადჩასული ემიგრანტებისგან, სხვადასხვა ქვეყნებიდან ნაშვილები ბავშვებისგან. აშშ-ს ბევრ რეგიონში ეს საკითხი ჯერჯერობით შეუსწავლელიცაა.

ტყვია ბავშვთა ორგანიზმში ხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ძირითადად ჰიგიენური ორმების დარღვევისას (ხელების ჩადება პირში), რომელზეც შეიძლება იყოს ტყვიის ნაწილაკები მოხვედრილი ელემენტებიდან, სათამაშოებიდან, კაბელების გარსებიდან, კოსმეტიკური საშუალებებიდან, მინერალური კვებითი დანამატებიდან, ძველი სახლების საღებავებიდან, სარემონტო სამუშაოების დროს, როდესაც ტყვიის შემცველი სამშენებლო მასალის მტვერი ხვდება ბავშვის პირის ღრუში, ტყვიის წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს ძველი წყალგაყვანილობის მილები, კერამიკული და მეტალის ჭურჭელი, ტყვია გადის პლაცენტარულ ბარიერს და ამიტომ შესაძლოა, მოხდეს პრენატალური მოწამვლაც.

ნაწლავიდან შეწოვილი ტყვია, მოედება ორგანიზმს სისხლის მეშვეობით, იჭრება უჯრედებში და ახდენს ტოქსიურ მოქმედებას.

ბავშვთა ორგანიზმში ტყვია ძირითადად კუმულირდება  ტვინში, ძვლოვან ქსოვილში, ღვიძლში და თირკმელებში.

მისი მაღალი კონცენტრაცია იწვევს სუნთქვის პროცესების მოშლას, ფუნქციონალურ და მორფოლოგიურ ცვლილებებს მიტოქონდრიებში.

ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება, ჰემოგლობინის სინთეზი ითრგუნება.

ტყვიით ინტოქსიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური და ფსიქო-მოტორული განვითარების შეფერხება, აგრესია, ჰიპერაქტიულობა, ათვისების პროცესების დარღვევა, არტერიული ჰიპერტენზია, მოზრდილებში ხშირია რეპროდუქციული ფუნქციის მოშლა, ქალებში ნაადრევი მშობიარობა.

მემკვიდრული სტატუსის შეცვლა, რაც შეიძლება გამოიხატოს შთამომავლობის ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა ცვლილებებით.

თამბაქოს ნათესებს ამუშავებენ ტყვიის და არსენიტის შემცველი პესტიციდებით.

თამბაქო თითქმის 100%-ით ითვისებს ტყვიას.

დადგენილია, რომ სიგარეტი საშუალოდ 13 მკგ ტყვიას შეიცავს, აქედან 1,5 მკგ თამბაქოს კვამლში ხვდება, რომლის 1/3 სისხლში გადადის.

ტყვიით ინტოქსიკაციის მკურნალობა პრაქტიკულად დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

არსებობს ხელაციის საშულებები კომპლექსონები, რომლებიც თვითონ გამოირჩევიან ძლიან არასასურველი გვერითი მოვლენებით.

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოს მხრივ გატარებული მკაცრი რეგულაციები, რომ შევამციროთ და უფრო სწორად არ დავუშვათ ტყვიის შემცველი საწვავის, სათამაშოების, საკვების (ქუჩებში დახლებზე, ტრასებზე იყიდება ხილ-ბოსტნეული) სამშენებლო მასალების და ა.შ შემოტანა, მე ვფიქრობ, ამ მხრივ უკვე დაწყებულია მუშაობა, დაიწყება ბავშვთა სისხლში ტყვიის ოდენობის განსაზღვრა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ყოველშემთხვევაში მასთან დაკავშირებით გადადგმულია პირველი ნაბიჯები.

მანამდე კი აუცილებელია ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა, ხშირად დაბანეთ ბავშვებს ხელები, ყურადღებით შეურჩიეთ ჭურჭელი და სათამაშოები, ნუ გახდით მათ პასიურ მწეველებს, მიეცით კალციუმით დარკინით მდიდარი საკვები, რადგან კალციუმი და რკინა ტყვიის კონკურენტი ელემენტები არიან.

არ გამივიყენით ბევრი მედიკამენტი, განსაკუთრებით ექიმის დანიშნულების გარეშე, თუნდაც ფიტი და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები! დავიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი! არა ნარკოტიკს!

კალციუმი და რკინა შეუვსეთ შესაბამისი პროდუქტებით. ვიმეორებ პროდუქტებით, რძის ნაწარმი, ციტრუსის წვენი, ხილი და ბოსტნეული.

აქვე გაგიჩნდებათ კითხვა და სად ვიშოვოთ ეს სუფთა პროდუქტები??? - მართალი ხართ, მეც, როგორც თქვენ ძალიან მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა... იმიტომ რომ დაკარგულია ნდობის ფაქტორი...

და მაინც იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება...

ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.

 

სპეციალურად "მშობელისთვის"

რჩევები