შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისთვის სასწავლო/ტრენინგ კურსში „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად. სასწავლო კურსის მიზანია მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს 18 წლის ზემოთ
- ვისაც სურს ბიზნესის დაწყება
- ვისაც აქვს უნარი და მოტივაცია მართოს ბიზნესი
სასწავლო/სატრენინგო კურსი მოიცავს ინტერაქტიულ ლექციებს, პრაქტიკულ დავალებებს, მათ შორის, პრეზენტაციის მომზადებას/წარდგენას.
ტრენინგ კურსის თემებია :
- ახალი ბიზნესიდეის ჩამოყალიბება
- ბაზრის ანალიზი და სფეროების მიხედვით დაყოფა
- პიროვნებები და გუნდები
- მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის დაგეგმვა
- ბიზნეს მოდელირება
- კომერციალიზაციის სტრატეგიის შემუშავება
- ფინანსური დოკუმენტებისა და დაფინანსების წყაროების დაგეგმვა
- საინვესტიციო პრეზენტაციის მომზადება
ტრენინგ კურსის ფორმატი ითვალისწინებს მონაწილეთა შეფასებას. კურსის ბოლოს გაიცემა სხვადასხვა კატეგორიის სერტიფიკატი. სერტიფიკატის ტიპი დამოკიდებულია მსმენელის დასწრებაზე, შუალედურ შეფასებებსა და საბოლოო პრეზენტაციაზე.
კურსის ხანგრძლივობა: 27 საათი
პერიოდი: 22-23; 29-30 სექტემბერი; 6-7 ოქტომბერი
სასწავლო დღეები: შაბათი-კვირა
ტრენინგის ხანგრძლივობა: 4,5 საათი
ტრენინგის სამუშაო ენა არის ქართული
კურსში მსმენელების რაოდენობა: 16
ადგილი: ფინანსთა სამინისტროს აკადემია, თბილისი, გორგასლის ქ. 10
კურსში მონაწილეობა არის უფასო
შერჩეული მონაწილეების ტრანსპორტირება განხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. ხოლო სასტუმროში განთავსების ხარჯებს ფარავს გაეროს ქალთა ორგანიზაცია.
კონკურსში მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად :
პირველი ეტაპი - საბუთების გადარჩევა
- მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV (მოკლე რეზიუმე ) და სამოტივაციო წერილი (რა მოლოდინი აქვს მსმენელს და მოკლე მონახაზი ბიზნესიდეის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში))
მეორე ეტაპი - გასაუბრება
- საბუთების მიხედვით გადარჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება
გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ კურსის დასახელება - „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“.
რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით საკონტაქტო პირს: ლალი დევიძე - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.; ტელ: 577 52 77 99